ხორვატიაში დაიწყო სარეიტინგო ტურნირი ჭიდაობაში. ზაგრებში პირველი დღე თავისუფალი სტილით მოჭიდავეებს დაეთმო. საქმეში ექვსი ქართველი ვიხილეთ, მათგან სამმა მედლი მოიპოვა.
70 კილოგრამ წონით კატეგორიაში აკაკი ქემერტელიძემ ფინალში იასპარეზა და ირანელ სინა მაჰდი ჰალილთან 0:10 დამარცხდა; ფინალი დათმო 86 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ვლადიმერ გამყრელიძემ, ჩვენებურს ამერიკელმა ჯეიმს კეკეისენმა 4:3 აჯობა; ბრინჯაოს მედალს დასჯერდა 65 კილოგრამ წონით კატეგორიაში ნიკა ზაქაშვილი, რომელმაც მესამე ადგილისთვის უნგრელ გამზატგაჯი ხადილოვს 11:6 მოუგო.
უმედლოდ დარჩნენ რობერტ დინგაშვილი და ნიკოლოზ ბოჭორიშვილი (ორივე 57), ხოლო გიორგი ღონიაშვილი (61) მედლისთვის ბრძოლას ხვალ გააგრძელებს.


![დაბრუნდა და გაიტანა [VIDEO]…](https://www.sarbieli.com/wp-content/uploads/2025/12/Khvicha-Kvaratskhelia-1-218x150.jpg)



