მანჩესტერ სიტის მწვრთნელმა ხოსეპ გვარდიოლამ სოციალურ-პოლიტიკურ საკითხებზე ისაუბრა და უკრაინასა და პალესტინაში გენოციდი ახსენა.

„კაცობრიობის ისტორიაში არასდროს, არასდროს არ გვქონია ასეთი მკაფიო ინფორმაცია, როგორც ახლა: პალესტინაში გენოციდი, რა ხდება უკრაინაში, რა ხდება მთელ მსოფლიოში – სუდანში, ყველგან. ეს ყველაფერი ჩვენს თვალწინ ხდება. გვინდა თუ არა ამის დანახვა, ეს ჩვენი პრობლემაა, ხალხის პრობლემა. ეს ჩვენი პრობლემებია“.