ყველაზე პოპულარული, ყველაზე ავტორიტეტიანი – „სარბიელის“ ტრადიციული გამოკითხვის შედეგები ხვალ, 26 დეკემბერს, 21.00 საათზე გამოცხადდება!

შევიტყობთ, საქართველოს 2024-2025 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის, ეროვნული გუნდის საუკეთესო დებიუტანტისა და ავთანდილ ღოღობერიძის სახელობის პრიზის მფლობელის ვინაობას, რომელსაც ბოლო ორი წელიწადია ქართული ფეხბურთის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ერთერთ ვეტერანს გადავცემთ.

ვინ გახდება 2024-2025 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი?

„სარბიელის“ ტრადიციული გამოკითხვა პირველად 1993 წელს ჩატარდა. 2008 დან – 2017 წლამდე არ ჩატარებულა. 2017 წლიდან კი განახლდა და „სარბიელის“ პარტნიორი „ლიდერბეთი“ გახდა, რისთვისაც მადლობის მეტი რა გვეთქმის.

აქამდე, „სარბიელის“ გამოკითხვით სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად 12 ფეხბურთელი იყო დასახელებული. ყველაზე მეტჯერ, 4-ჯერ, კიევის „დინამოსა“ და „მილანის“ ფეხბურთელმა კახა კალაძემ გაიმარჯვა.

წლევანდელ გამოკითხვაში მონაწილეობა 78 სპორტულმა ჟურნალისტმა მიიღო. მათ დაასახელეს 2024-2025 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი და ეროვნული გუნდის დებიუტანტი, ხოლო „ბასას“ ლაურეატი „სარბიელის“ რედაქციამ გამოავლინა.

78 ჟურნალისტმა სულ 9 ფეხბურთელი დაასახელა. ქულების დარიცხვის მეთოდი ძველებური გახლდათ – პირველი ადგილი 3 ქულა, მეორე ადგილი 2 ქულა, მესამე – 1. საუკეთესო დებიუტანტის ნომინაციაში კოლეგებმა 5 ფეხბურთელი დაასახელეს, 78 დან ორმა თავი შეიკავა.

წლეულს გამოკითხვის შედეგების გამოცხადება უჩვეულოდ გვიან გვიწევს, თუმც ამას თავისი ობიექტური მიზეზები აქვს.

მოკლედ, 26 დეკემბერს, 21.00 საათზე… გამოკითხვის სრული შედეგები გამოქვეყნდება ვებ – გვერდებზე: sarbieli.com, leadersport.ge, lelo.ge

საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელები

1992-1993 – გიორგი ქინქლაძე (დინამო)

1993-1994 – შოთა არველაძე (დინამო, ტრაბზონსპორი)

1994-1995 – აკაკი დევაძე (შევარდენი-1906, როსტელმაში)

1995-1996 – გიორგი ქინქლაძე (მანჩესტერ სიტი)

1996-1997 – თემურ ქეცბაია (აეკ)

1997-1998 – შოთა არველაძე (აიაქსი)

1998-1999 – ზაზა ჯანაშია (ლოკომოტივი, მოსკოვი)

1999-2000 – ლევან კობიაშვილი (ფრაიბურგი)

2000-2001 – კახა კალაძე (დინამო კიევი, მილანი)

2001-2002 – კახა კალაძე (მილანი)

2002-2003 – კახა კალაძე (მილანი)

2003-2004 – ალექსანდრე იაშვილი (ფრაიბურგი)

2004-2005 – ლევან კობიაშვილი (შალკე)

2005-2006 – კახა კალაძე (მილანი)

2006-2007 – შოთა არველაძე (ალკმაარი)

2007-2008 – ალექსანდრე იაშვილი (ფრაიბურგი)

2017-2018 – საბა კვირკველია (ლოკომოტივი, მოსკოვი)

2018-2019 – გიორგი ჩაკვეტაძე (გენტი, ბელგია)

2020-2021 – ხვიჩა კვარაცხელია (რუბინი, რუსეთი)

2021-2022 – გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია, ესპანეთი)

2022-2023 – ხვიჩა კვარაცხელია (ნაპოლი, იტალია)

2023-2024 – გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია, ესპანეთი)

2024-2025 – …