შაბათისა და კვირის მიჯნაზე, 0:00-ზე, ქართული ფრენჩაიზი „შავი ლომი“ დაიწყებს ჩელენჯ თასის მეორე ტურის მატჩს. რიჩარდ კოკერილის გუნდის მეტოქე ირლანდიური ფრენჩაიზი „კონახტია“.

ეს სარაგბო გუნდი საკმაოდ ავტორიტეტულია, ოდესღაც „კელტთა  ლიგის“ გამარჯვებულიც ყოფილა, თუმცა დღეს რთულ პერიოდს გადის. შარშანდელი „რაგბის გაერთიანებული ჩემპიონატი“ ხომ ჩააგდო და წლევანდელ გათამაშებაშიც მე-9 ადგილზეა. თუმცა, ასეა თუ ისე, ირლანდიურ გუნდთან მათსავე კუნძულზე თამაში „შავი ლომისთვის“ რთული გამოცდა იქნება. იმედია, ჩვენი ბიჭები მთელ თამაშს ერთ დონეზე ჩაატარებენ და აღარ ჩაფლავდებიან მეორე ტაიმში, როგორც ეს ერთი კვირის წინ „მონპელიესთან“ ჯახში მოხდა.

„შავი ლომის“ შემადგენლობა „კონახტთან“ მაატჩში:

  1. ნიკოლოზ ხატიაშვილი, 2. ირაკლი ქვათაძე, 3. კახაბერ დარბაიძე, 4. მიხეილ ბაბუნაშვილი (კაპიტანი), 5. დემურ ეფრემიძე, 6. ლაშა ციხისთავი, 7. გიორგი ცუცქირიძე, 8. გიორგი სინაურიძე, 9. თენგიზ პერანიძე, 10. ლუკა ცირეკიძე, 11. შალვა აფციაური, 12. თორნიკე კახოიძე, 13. დემურ თაფლაძე, 14. აკაკი ტაბუცაძე, 15. ლუკა თაყაიშვილი,.

მარქაფა: 16. შალვა მამუკაშვილი, 17. ვასილ კაკოვინი, 18. გიორგი ჩხარტიშვილი, 19. გურამ ღანიაშვილი, 20. გიორგი კერვალიშვილი, 21. გიორგი სპანდერაშვილი, 22. ზაურ ლუტიძე, 23. ალექსანდრე თოდუა.