ავსტრალიაში 2027 წლის მორგაბეთა მსოფლიოს თასის წილისყრა გაიმართა. საქართველოს ნაკრები B ჯგუფში მოხვდა, სადაც მეტოქეები მსოფლიოს თასის მფლობელი სამხრეთ აფრიკა, იტალია და რუმინეთი იქნებიან.

პირველ მატჩს ჩვენი გუნდი რუმინეთის წინააღმდეგ გამართავს, მეორეს იტალიასთან და ბოლოს ჯგუფურ ტურნირს სამხრეთ აფრიკასთან მატჩით დაასრულებს.

იტალიასთან მოგებული გვაქვს, რუმინეთმა ბოლოს 2017 წელს მოგვიგო. ამდენად, ჯგუფში მეორე ადგილზე გასვლა რელურია.

გახსნის მატჩი 1 ოქტომბერს პერთში გაიმართება. ავსტრალიის ნაკრების მეტოქე ახალი ზელანდიის ეროვნული გუნდი იქნება.

A ჯგუფი: ახალი ზელანდია, ავსტრალია, ჩილე, ჰონგ კონგი
B ჯგუფი: სამხრეთ აფრიკა, იტალია, საქართველო, რუმინეთი
C ჯგუფი: არგენტინა, ფიჯი, ესპანეთი, კანადა
D ჯგუფი: ირლანდია, შოტლანდია, ურუგვაი, პორტუგალია
E ჯგუფი: საფრანგეთი, აშშ, იაპონია, სამოა
F ჯგუფი: ინგლისი, უელსი, ტონგა, ზიმბაბვე