
ბოლო ტურის წინ ეროვნული ლიგის სათავეში ისევ თანაბრობაა. „იბერიამ“ და „დილამ“ 77-77 ქულა მოაგროვეს, თუმცა ურთიერთშეხვედრებში მოპოვებული უპირატესობის კვალად, ლიდერი ისევ მოქმედი ჩემპიონი „იბერიაა“. ამიტომ, საკმარისია ბოლო ტუში, 6 დეკემბერს, „გაგრა“ დაამარცხოს, რომ ზედიზედ მეორედ გახდება ქვეყნის ჩემპიონი.
ამჯერად ორივემ დიდი ანგარიშით გაიმარჯვა, „იბერიამ“ სტუმრად კაცნაკლული „გარეჯი“ 4:0 დაამარცხა, ხოლო „დილამ“ ასევე სტუმრად ელიტიდან უკვე გავარდნილი „კოლხეთი 4:1.
„ტორპედომ“ და „დინამომ“ თბილისში ფრედ – 2:2 ითამაშეს, რის შემდეგაც ქუთაისელებმა ოფიციალურად დაიკავეს მესამე ადგილი. მათმა ნორვეგიელმა ფორვარდმა ბიორნ იონსენმა მორიგი ბურთი გაიტანა, ამჯერად პენალტით, ჯამში 20 გოლი მოიგროვდა და დამაჯერებლად ლიდერობს ბომბარდირთა დავას. მას კვალში 17 გოლით წყალტუბოელი გიორგი ფანცულაია უდგას. ამ ტურში გიორგიმაც გამოიჩინა თავი, „ბათუმს“ ოთხიდან ერთი გოლი მან გაუტანა.
ლიგა 2-დან „რუსთავი“ უკვე დაწინაურდა. „გარეჯს“ და „თელავს“ კი ელიტაში ადგილის შესანარჩუნებლად პლეი-აუტში მოუწევთ ბრძოლა.
გარეჯი 0:4 იბერია
0:1, 0:2 ძაგანია (11, 42), 0:3 დადიანი (65), 0:4 გოშთელიანი (78)
გაძევება: კუხიანიძე (39) – გარეჯი
კოლხეთი 1:4 დილა
0:1 შეყილაძე (19), 0:2 ფარულავა (37), 0:3 ედუძი (38), 1:3 კვირკველია (52), 1:4 კონტე (66)
გაძევება: მეიტე (58) – კოლხეთი
დინამო 2:2 ტორპედო
1:0 ოსეი (14), 1:1 იონსენი (45+8 პენ), 1:2 ნინუა (64. საკ. კარში), 2:2 დონკორი (90)
სამგურალი 4:0 ბათუმი
1:0 შერგელაშვილი (24), 2:0 ჩიხლაძე (36), 3:0 ფანცულაია (84), 4:0 ველისოლი (88)
გაგრა 1:2 თელავი
0:1 ბაშელეიშვილი (31), 1:1 მუჯირი (33), 1:2 მარტინი (71)





