NBA-ში მორიგი მატჩები გაიმართა და გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქმა“ შინ „ჩიკაგო ბულსს“ 125:120 აჯობა.
გოგა ბითაძეს კარგი თამაში ჰქონდა. ჩვენებური განსაკუთრებით დაცვაში გამოირჩა: გოგამ ხუთიდან სამი ორქულიანი ჩააგდო და ორივე საჯარიმოც ზუსტად ისროლა. მის აქტივში 8 ქულასთან ერთად, 5 მოხსნა, 3 ასისტი, 1 ჩაჭრა და 4 დაფარებაც იყო. მისი მოედანზე ყოფნის პერიოდში კი, ორლანდოელებმა მეტოქეს ექვსი ქულით მეტი ჩაუგდეს.
„ორლანდო“ 13 მოგებითა და რვა მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მეხუთე ადგილზეა. ბითაძის გუნდს მომდევნო მატჩი 4 დეკემბერს, „სან ანტონიოსთან“ ელის.






