
„იბერია“ და „დილა“ ერთმანეთს ტოლს არ უდებენ. გასულ შაბათსაც, ეროვნული ლიგის 32-ე ტურში გორელებმა სტუმრად ერთ-ერთი აუტსაიდერი „თელავი“ 2:0 დაამარცხეს და ერთპიროვნულად გალიდერდნენ, თუმცა ეს პოზიცია მხოლოდ ერთ საათს გაგრძელდა. „იბერიამ“ მალევე შინ „სამგურალს“ 2:0 მოუგო და ისევ დაეწია „დილას.“ ახლა ორივეს 68-68 ქულა აქვთ, თუმცა პირველ ადგილზე იბერიელები დგანან, რადგან ურთიერთშეხვედრებში გააჩნიათ უპირატესობა.
აქვე ვიტყვით, რომ გორელების პირველი გოლი, რომელიც 18 წლის ბურკინაფასოელმა არუნა უატარამ გაიტანა მე-7 წუთზე, მე-400 აღმოჩნდა მიმდინარე სეზონში.
„ტორპედომ“ 5:1 მოუგო შინ „ბათუმს,“ კვლავ მეოთხე ადგილზეა და ისევ ორი ქულით ჩამორჩება მესამეადგილოსან თბილისის „დინამოს.“
„ტორპედო“ – „ბათუმის“ მატჩში შესრულდა სეზონის პირველი პოკერი: მისი ავტორი ქუთაისელთა 34 წლის ნორვეგიელი შემტევი ბიორნ იონსენი გახლავთ. ახლა მას ჯამში 16 გოლი მოუგროვდა, ერთი ბურთით გადაუსწრო წყალტუბოელ გიორგი ფანცულაიას და ბომბარდირთა დავაში ერთპიროვნულად გალიდერდა.
საინტერესოა, რომ შარშანდელ სეზონში ორი პოკერი შერულდა. თავი მაშინ იბრიელმა გიორგი კოხრეიძემ და წყალტუბოელმა ლევან კუტალიამ გამოიჩინეს.
გარეჯი 0:1 დინამო
0:1 ლაცაბიძე (72)
გაგრა 1:3 კოლხეთი
0:1 ავალიანი (7), 0:2 კაპანაძე (61), 0:3 ავალიანი (85), 1:3 სილვა (87)
თელავი 0:2 დილა
0:1 უატარა (7), 0:2 ანოფი (74)
გაძევება: გოგოტიშვილი (90+7) – თელავი
იბერია 2:0 სამგურალი
1:0 ძაგანია (53), 2:0 ზოური (90+6)
ტორპედო 5:1 ბათუმი
1:0 იონსენი (9), 2:0 ქაფიანიძე (15 საკ. კარში), 3:0 იონსენი (27 პენ), 3:1 წულუკიძე (32 პენ), 4:1 იონსენი (45+1 პენ), 5:1 იონსენი (68)





