NBA-ში მორიგი სათამაშო დღე წარმატებული გამოდგა ჩვენებურებისთვის – ორივე ქართველის გუნდმა მოიგო, მაგრამ შედეგიანობის მხრივ განსხვავდებოდნენ.

Providing energy, Bitadze stays ready for Magic vs. Celticsსანდრო მამუკელაშვილის „ტორონტო რეპტორსმა“ სტუმრად „ატლანტა“ დაამარცხა – 109:97. კანადელებმა ზედიზედ მეოთხე მატჩში იმარჯვეს და მობეგა-წაგებათა ბალანსი დადებითში გადაიყვანეს. მამუკელაშვილმა პარკეტზე 20.43 წუთი გაატარა, რა დროშიც 12 ქულა, 6 მოხსნა 1 პასი და 1 ჩაჭრა დააგროვა. სანდრომ ხუთიდან ოთხი ორქულიანი, ოთხიდან ერთი სამქულიანი და ორიდან ერთი საჯარიმო ჩააგდო. „ტორონტო“ 5 მოგებითა და 4 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მერვე ადგილზეა და მომდევნო მატჩს „ფილადელფიას“ წინააღმდეგ გამართავს.

გოგა ბითაძის „ორლანდომ“ კი ბოსტონში 123:110 მოიგო. გოგამ მოედანზე 15:23 წუთი ისე გაატარა, ქულა არ ჩაუგდია, მაგრამ ბურთი ფარიდან შვიდჯერ მოხსნა, ორჯერ დააფარა და ერთი პასი მიითვალა. ჩვენებურმა ფარს ერთხელ ორქულიანით შეუტია, ორჯერ კი საჯარიმო ხაზიდან, მაგრამ ვერცერთი ჩააგდო. „ორლანდოს“ ოთხი მოგება დაუგროვდა და აღმოსავლკეთ კონფერენციაში მეცხრე ადგილზეა, ხოლო მომდევნო მატჩს ისევ „ბოსტონ სელტიკსთან“ ითამაშებს.