Jeremie Frimpong of Liverpool FC sits injured on the pitch during the UEFA Champions League 2025/26 League Phase MD3 match between Eintracht...ლივერპულში სწამთ, რომ როგორც კი მათი სათაყვანებელი მეკარე ალისონი გამოჯანმრთელდება, გუნდი უკეთ ათამაშდება და ამიტომაც ელიან მის შესახებ ყოველ მომდევნო ცნობას დაძაბულები.  საიტი thisisanfield ხაზს უსვამს, რომ რაც ბრაზილიელი დაშავდა, „წითლებმა’’ 7 შეხვედრიდან 4 წააგეს და 11 გოლი გაუშვეს. გიორგი მამარდაშვილის დებიუტი „ლივერპულის’’ შემადგენლობაში იმედისმომცემი იყო, მაგრამ ალისონის დაბრუნება ისეთი რამ არის, რის მნიშვნელობაც კარგად უნდა გვესმოდესო – წერს პორტალი და ბედნიერია, რომ სანაკრებო კვირეულის შემდეგ კარში კვლავ მათი გმირი დადგება.

შეგახსენებთ, რომ ალისონი „გალათასარაისთან’’ შეხვედრაში დაშავდა და მისი ადგილი მამარდაშვილმა დაიკავა.

კვირას „ლივერპული’’ მანჩესტერში „სიტისთან’’ თამაშობს. ამ მნიშვნელოვანი მატჩის წინა პრეს-კონფერენციაზე მერსისაიდელთა მწვრთნელმა არნე სლოტმა სხვა საკითხებთან ერთად ტრავმირებულებზეც ილაპარაკა. მან თქვა:

„ალისონი სანაკრებო პაუზის შემდეგ ნამდვილად დაბრუნდება. აი, რაც შეეხება ჯერემი ფრიმპონგს… მასაც სანაკრებო პაუზის შემდეგ ველოდები, ოღონდ კონკრეტულად როდის, არ ვიცი. არ მგონია ჯერემი „ნოტინგემ ფორესტთან’’ შეხვედრისთვის მზად იყოს’’.

ჰოლანდიელი ოქტომბრის ბოლოს დაშავდა და თქვეს, რომ მის მკურნალობას ექვსი კვირა დასჭირდებოდა. შესაბამისად, ფრიმპონგს მოედანზე დეკემბრისთვის უნდა ველოდოთ.

22 ნოემბრიდან 9 დეკემბრამდე „ლივერპული’’ 17 დღეში 6 შეხვედრას გამართავს, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ დაძაბულ პერიოდში კოლინ ბრედლიმ ფორმა უნდა შეინარჩუნოს. ფრიმპონგს აგრეთვე განიხილავდნენ მარჯვენა ფრთაზე მო სალაჰის შემცვლელად. მოგეხსენებათ, სალაჰი დეკემბრის შუაში აფრიკის თასზე სათამაშოდ გაემგზავრება და „ლივერპულს’’ გამოაკლდება.