მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის ბოლო ორი შესარჩევი მატჩისთვის 25-კაციანი შემადგენლობა გამოაცხადა. ვილი სანიოლის რჩეულთა შორი ორი დებიუტანტია: ესპანური „კადისის“ 25 წლის შემტევი იური ტაბატაძე და სლოვაკური „ჟილინას“ 20 წლის მცველი ალექსანდრე ნარიმანიძე. შეგახსენებთ, საქართველო 15 ნოემბერს „დინამო არენაზე“ ესპანეთს უმასპინძლებს, 18-ში კი ბულგარეთში ითამაშებს.

Image 16მეკარეები გიორგი მამარდაშვილი (ლივერპული, ინგლისი), ლუკა გუგეშაშვილი (პაოკი, საბერძნეთი), დავით კერესელიძე (დილა, გორი)

მცველები გურამ კაშია (სლოვანი, სლოვაკეთი), ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია, პოლონეთი), ლუკა ლოჩოშვილი (ნიურნბერგი, გერმანია) გიორგი გოჩოლეიშვილი (ჰამბურგი, გერმანია), საბა გოგლიჩიძე (უდინეზე, იტალია), ალექსანდრე ნარიმანიძე (ჟილინა, სლოვაკეთი)

ნახევარმცველები ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), გიორგი ქოჩორაშვილი (სპორტინგი, პორტუგალია), ანზორ მექვაბიშვილი (კრაიოვა, რუმინეთი), ნიკა გაგნიძე (კოლოსი, უკრაინა), ვლადიმერ მამუჩაშვილი (ტორპედო ქუთაისი, საქართველო), გაბრიელ სიგუა (ლოზანა სპორტი, შვეიცარია), ნოდარ ლომინაძე (ეშტორილი, პორტუგალია), გიორგი წიტაიშვილი (მეცი, საფრანგეთი), ზურიკო დავითაშვილი (სენტ-ეტიენი, საფრანგეთი)

თავდამსხმელები გიორგი აბუაშვილი (მეცი, საფრანგეთი), იური ტაბატაძე (კადისი, ესპანეთი), ხვიჩა კვარაცხელია (პსჟ, საფრანგეთი), ბუდუ ზივზივაძე (ჰაიდენჰაიმი, გერმანია), გიორგი კვერნაძე (ფროზინონე, იტალია), გიორგი გულიაშვილი (სარაევო, ბოსნია-ჰერცეგოვინა), გიორგი მიქაუტაძე (ვილიარეალი, ესპანეთი).