ნოემბრის დადგომა სარაგბო სამყაროში ე.წ. ნოემბრის ტესტების სეზონის გახსნას ნიშნავს. შესაბამისად, საქართველოს ბორჯღალოსნებსაც საერთაშორისო მატჩები ელის.

შაბათს, 8 ნოემბერს საქართველოს ნაკრები აშშ-ს ბათუმის „აჭარაბეთ არენაზე“ უმასპინძლებს, 15-ში იქვე კანადის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება, 22 ნოემბერს კი ბორჯღალოსნებს ნოემბრის ტესტების მთავარი სესიის ჩაბარება მოუწევთ – თბილისის „მიხეილ მესხზე“ იაპონიასთან უმნიშვნელოვანესი მატჩია.

სტრატეგიული ამოცანა შემდეგია – „მსოფლიო რაგბის“ რეიტინგში მე-11 ადგილზე მყოფ საქართველოს მიზნად სამივე მატჩის მოგება აქვს დასახული, რათა 2027 წლის მსოფლიო თასის კენჭისყრას მაქსიმალურად მაღალი რეიტინგით შეხვდეს და შედარებით ხელსაყრელი შედეგი მიიღოს.

ამასობაში, ბორჯღალოსანთა მთავარმა მწვრთნელმა რიჩარდ კოკერილმა ამერიკელებთან შეხვედრისთვის უშუალო მზადება დაიწყო – 35-კაციანი გაფართოებული სია გამოაქვეყნა, ყველა სასურველი მორაგბე იახლა და „შევარდენზე“ წვრთნასაც შეუდგა.

ამ 35-ეულში 5 ახალბედაა, თანაც 4 – „შავი ლომიდან: ბურჯები დავით აბდუშელიშვილი და კახაბერ დარბაიძე, მესამეხაზელი გიორგი სინაურიძე და შუამარბი ზაურ ლუტიძე. ერთადერთი ლეგიონერი დებიუტანტი მეორეხაზელი თემურ წულუკიძეა, რომელსაც ოფიციალურ დონეზე ჯერჯერობით თავის „ოიონაქსშიც“ არ უთამაშია.

აქვე გთავაზაბთ ნოემბრის ტესტების სათამაშოდ გამოძახებულ ქართველთა სრულ სიას:

  1. ნიკა აბულაძე (მონპელიე, 21 კეპი, 5 ქულა), გიორგი თეთრაშვილი (პერპინიანი, 14, 0), დავით აბდუშელიშვილი (შავი ლომი, 0, 0).
  2. შალვა მამუკაშვილი (შავი ლომი, 103, 70), ვანო კარკაძე (ოიონაქსი, 25, 50), ირაკლი ქვათაძე (შავი ლომი, 7, 5).
  3. ბექა გიგაშვილი (ტულონი, 45, 20), ირაკლი აფციაური (ლიონი, 20, 0), ლუკა ჯაფარიძე (მონპელიე, 14, 15), კახაბერ დარბაიძე (შავი ლომი, 0, 0).

4-5. ვლადიმერ ჩაჩანიძე (მონ-დე-მარსანი, 27, 5), მიხეილ ბაბუნაშვილი (შავი ლომი, 20, 25), დემურ ეფრემიძე (შავი ლომი, 1, 0), თემურ წულუკიძე (ოიონაქსი, 0, 0).

6-8. ბექა გორგაძე (პო, 50, 60),  ბექა საღინაძე (ლიონი, 49, 20), ლუკა ივანიშვილი (ბრისტოლი, 25, 20), ილია სპანდერაშვილი (ვალანს რომანი, 16, 20),  სანდრო მამამთავრიშვილი (შავი ლომი, 8, 0), გიორგი სინაურიძე (შავი ლომი, 0, 0).

  1. ვასილ ლობჟანიძე (ოიონაქსი, 96, 98), გელა აფრასიძე (პერპინიანი, 60, 50,) თენგიზ პერანიძე (შავი ლომი, 4, 5).
  2. თედო აბჟანდაძე (ორიაკი, 56, 351), ლუკა მატკავა (ოიონაქსი, 30, 203).

12-13. გიორგი კვესელაძე (გრენობლი, 70, 50),  დემურ თაფლაძე (შავი ლომი, 44, 20),  თორნიკე კახოიძე (შავი ლომი, 16, 15), გიორგი შველიძე (ბრივი, 3, 0), ზაურ ლუტიძე (შავი ლომი, 0, 0).

11-14. ალექსანდრე თოდუა (შავი ლომი, 122, 100),  აკაკი ტაბუცაძე (შავი ლომი, 53, 250), შალვა აფციაური (შავი ლომი, 2, 10).

15. დავით ნინიაშვილი (ლა როშელი, 43, 109), ლუკა ცირეკიძე (შავი ლომი, 3, 0).