ზედიზედ მესამე ტურია ეროვნულ ლიგაში ლიდერი იცვლება. ამჯერად 30-ე ტურის მთავარ მატჩში კაცნაკლულმა (მსაჯმა მე-15 წუთზე დაითხოვა მინდვრიდან უხეშობისთვის მასპიძელი გურამ გოშთელიანი) „იბერიამ“ უშუალო კონკურენტ, „დილას“ უმასპინძლა, 2:1 დაამარცხა და თავად გაპირველდა.

ახლა გუნდებს თანაბარი 62-62 ქულა მოუგროვდათ, თუმცა ლიდერი „იბერიაა,“ რადგან გორელებთან ურთიერთშეხვედრებში აქვს უპირატესობა. იბერიელებს უფრო სოლიდური ანგარიშით შეეძლოთ მოგება, მაგრამ ლუკა სილაგაძემ პენალტი ვერ გაიტანა.
„ტორპედო“ ისევ მესამე ადგილზეა 50 ქულით, თუმცა „თელავთან“ სტუმრად ორბურთიანი უპირატესობა ვერ შეინარჩუნა და ახლა კონკურენტ „დინამოს“ მხოლოდ ერთი ქულით უსწრებს. დინამოელებმა თავის მხრივ, შინ აუტსაიდერი „კოლხეთი“ 3:1 დაამარცხეს.
ისევ გაიტანა ქუთაისელთა 19 წლის შემტევმა ალეკო ბასილაძემ. ეს ალეკოს მეექვსე გოლი გახლდათ მიმდინარე სეზონში. და კიდევ, „თელავმა“ და „ტორპედომ“ შეხვედრა კაცნაკლულებმა ჩაამთავრეს.
ზედიზედ მეხუთე მატჩი მოიგო „სამგურალმა,“ მეხუთე ადგილზე დგას და როგორც ჩანს, პლეი-აუტის ზონას საბოლოოდ დაშორდა. წყალტუბოელებმა ამჯერად მიჯრით ორი მატჩის მომგები „გარეჯი“ 4:1დაამარცხეს. 86-ე წუთამდე ანგარიში 1:1 იყო და წყალტუბოელებმა ბოლო წუთეში იძალეს.
კრიზისში მყოფმა „ბათუმმა“ ზედიზედ მეორედ წააგო 1:4, ამჯერად „გაგრასთან“ და მეექვსე ადგილზეა. საერთოდ კი ზღვისპირელებს ჯამში მიჯრით 10 მატჩია აღარ მოუგიათ.
ამ ტურში ორი დუბლი შესრულდა: გაგრელმა გიორგი ხარებაშვილმა „ბათუმს“ გაუტანა, სამგურალელთა ბრაზილიელმა ჟან კარლოსმა – „გარეჯს.“
ჯამში კი 30-ე ტურში 21 გოლი გავიდა, რაც სეზონის რეკორდია.
იბერია 2:1 დილა
1:0 ჯინჯოლავა (13), 2:0 ბასინგა (45+8), 2:1 ფარულავა (89)
გაძევება: გოშთელიანი (18) – იბერია
გაგრა 4:1 ბათუმი
1:0, 2:0 ხარებაშვილი (1, 50), 3:0 არდაზიშვილი (69), 3:1 წულუკიძე (77 პენ), 4:1 პაპუაშვილი (87)
თელავი 2:2 ტორპედო
0:1 ბასილაძე (4), 0:2 პერესი (13), 1:2 დევდარიანი (16), 2:2 ანანიძე (80)
გაძევება: და სილვა (81), – ტორპედო; დევდარიანი (90+2) – ტორპედო
დინამო 3:1 კოლხეთი
1:0 მორჩილაძე (6 პენ), 2:0 ვაწაძე (22), 3:0 ხარაიშვილი (42), 3:1 ფაჩულია (53)
გარეჯი 1:4 სამგურალი
0:1 კარლოსი (8), 1:1 ცეცხლაძე (33), 1:2 კარლოსი (85), 1:3 ჩიხლაძე (90+5)
| გუნდი | თამაში | მოგება | ფრე | წაგება | ბურთები | ქულა |
|---|---|---|---|---|---|---|
| იბერია 1999 | 30 | 18 | 8 | 4 | 48:23 | 62 |
| დილა | 30 | 20 | 2 | 8 | 50:30 | 62 |
| ტორპედო | 30 | 14 | 8 | 8 | 46:34 | 50 |
| დინამო | 30 | 13 | 10 | 7 | 41:25 | 49 |
| სამგურალი | 30 | 11 | 5 | 14 | 46:41 | 38 |
| ბათუმი | 30 | 9 | 10 | 11 | 33:43 | 37 |
| გაგრა | 30 | 10 | 6 | 14 | 32:44 | 36 |
| საგარეჯო | 30 | 6 | 12 | 12 | 33:39 | 30 |
| თელავი | 30 | 7 | 8 | 15 | 27:48 | 29 |
| კოლხეთი | 30 | 4 | 7 | 19 | 26:55 | 19 |





