ემზარ სალუქვაძის სახელობის სპორტულ არენაზე გაიმართა 2025 წლის შემოდგომის თასის ფინალური მატჩი ბეისბოლში. დაძებულ შეხვედრაში „თბილისის აკადემიამ” „თბილისის მგლები” 4:2 დაამარცხა და შემოდგომის თასის მფლობელი გახდა.

შეჯიბრებაში მონაწილეობას იღებდნენ 15 წლამდე ასაკის მოზარდებისგან შემდგარი 4 გუნდი: „თბილისის აკადემია”, „თბილისის მგლები”, „თბილისის ზღვა“ და „ბაქსვუდი“.

ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ ,,თბილისის აკადემიის” გუნდის წევრი გიორგი სოფრომაძე დასახელდა.

ბეისბოლის და სოფტბოლის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტის ვახტანგი ნორაკიძის განცხადებით, ფედერაციის მიზანია, მომდევნო ჩემპიონატებში უფრო მეტი გუნდი ჩაერთოს და სპორტის ეს სახეობა საქართველოში კიდევ უფრო პოპულარული გახდეს. ტურნირი სპორტის სამინისტროს, კომპანია „სოკარისა“ და ბიზნეს ასოციაციის მხარდაჭერით ჩატარდა.

წილი
წინა სტატიალუის ენრიკეს მადლიერი ნუნუ მენდეში
შემდეგი სტატიაგოგა და მამუ ერთად მიდიან
გიორგი ვაშაკიძე იტალიაში რომ დაბადებულიყო,უთუოდ კოვერჩანოს სიახლოვეს იცხოვრებდა. იტალიური ფეხბურთის და ქართული ფიალის სწორუპოვარი მოტრფიალე. ყოველთვის მოუთმენლად ელის ხელფასს, "მილანის" დაბრუნებას და ქართული ფეხბურთის აყვავებას.