ლა ლიგამ ოფიციალურად გამოაცხადა, რომ ჟორჟ მიქაუტაძის „ვილიარეალი’’ „ბარსელონას’’ მაიამიში უმასპინძლებს. ეს თამაში 20 დეკემბერს არის დანიშნული. ბუნებრივია, მატჩის ამერიკაში გადატანამ ესპანეთში ბევრი გააღიზიანა, მათ შორის ფეხბურთელები. არადა, ლა ლიგამ მთავარი ბიუროკრატიული საკითხი საკითხი მოაგვარა და უეფას ნებართვა მიიღო. ესპანეთის ფეხბურთის ასოციაციამ ჯერ კიდევ აგვისტოში დაწერა, რომ კლუბების კაპიტნები გაბრაზებულები არიან. ისინი ითხოვენ, პოსტ-ფაქტუმ კი არ შეატყობინონ ასე და ასე გადაგიწყვიტეთო, არამედ თავიდანვე ჩართულები იყვნენ მოლაპარაკების პროცესში, რომელიც მათ ეხება. მეტიც, მათ ნათქვამი ჰქონდათ, რომ თუ მათ პროცესში არ ჩართავდნენ, თამაშზე უარს იტყოდნენ.

Georges Mikautadze of Villarreal CF competes for the ball with Yuri Berchiche of Athletic Club during the LaLiga EA Sports match between Villarreal...საკითხის მოსაგვარებლად ესპანეთის ფეხბურთის ასოციაციამ თავის ოფისში დაიბარა ლა ლიგის, „ვილიარეალისა’’ და „ბარსელონას’’ ხელმძღვანელები. შეხვედრას სავარაუდოდ რამდენიმე სხვა კლუბის კაპიტანიც დაესწრება, თუმცა იქ არ იქნებიან თავად „ვილიარეალისა’’ და „ბარსელონას’’ კაპიტნები. ეს შესაძლოა უცნაურად ჟღერდეს, მაგრამ ამ ორი გუნდის ფეხბურთელებს გადაუწყვეტიათ, თავიანთი კაპიტნები შეხვედრაზე არ მიავლინონ, რათა იქ საკუთარ პრეზიდენტებს არ დაუპირისპირდნენ. შეხვედრა შემდეგ კვირაშია დანიშნული. იქ მიღებულ გადაწყვეტილებას კლუბები თავიანთ მოთამაშეებს მოახსენებენ და საბოლოო სიტყვას ისინი იტყვიან.

ესპანეთის ნაკრების საწვრთნელ ცენტრში გამართულ პრეს-კონფერენციაზე „ბილბაოსა’’ და „ლა როხას’’ მეკარემ უნაი სიმონმა სხვა მრავალ კითხვასთან ერთად მაიამის შეხვედრასთან დაკავშირებულ კითხვასაც გასცა პასუხი. ბასკმა თქვა:

„ეს წამოწყება არ მომწონს. ნუთუ ორივე კლუბი ფულს მათი ფანების სურვილზე მაღლა აყენებს? არ მესმის რატომ უნდა ითამაშოს მაგალითად ჩემმა გუნდმა „ბილბაომ’’ სხვაგან, მითუფრო „ბარსასთან’’, მაშინ როდესაც შინ გამარჯვების გაცილების მეტი შანსი გაქვს. ეს შეჯიბრებას აფუჭებს. ჩემი აზრით ასეთი გადაწყვეტილების უკან ბევრის ინტერესი დგას. იმედი მაქვს, რომ პრეცედენტი არ მოხდება, მაგრამ თუ მაინც მოხდება, რა გაეწყობა. რაც არის, ეს არის. მაგრამ, განა ასეთი გადაწყვეტილება შეჯიბრებას არ ამახინჯებს? იქნებ „ვილიარეალის’’ გულშემატკივრები სხვანაირად ფიქრობენ? მე მგონია, რომ შინ თამაში გუნდს აძლიერებს და თუ „ბარსელონასთან’’ მისი გულშემატკივრებით სავსე ნეიტრალურ სტადიონზე გათამაშებენ, შეჯიბრების ბედი იმთავითვე განისაზღვრება’’.