კრიშტიანუ რონალდუ – პირველი მიალრდერი ფეხბურთელი.

ბლუმბერგის ცნობით, ზაფხულში, არაბულ „ალ ნასრთან“ გაგრძელებული 400 მილიონიანი კონტრაქტით პორტუგალიელი ვარსკვლავის ქონებამ 1.4 მილიარდ დოლარს გადააჭარბა.

კრიშტიანუმ, 2002 – 2023 წლებში, მხოლოდ კლუბებთან გაფორმებული ხელშეკრულებებით 550 მილიონი გამოიმუშავა. მას კი ემატება Nike – ის რეკლამირებისთვის წლიური 18 მილიონი, „არმანისთან“ და „კასტროლთან“ კონტრაქტებით მიღებული 175 მილიონი და „ალ ნასრთან“ პირველი კონტრაქტით გათვალისწინებული 200 მილიონი, პლუს სხვადასხვა ბონუსები…

ლეო მესის ქონება კრიშტიანუსას მნიშვნელოვნად ჩამორჩება.