US visa applicants queue outside the US embassy in Bogota, Colombia.ფიფას პრეზიდენტი ჯანი ინფანტინო ცდას არ აკლებს მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატი ამთავითვე დიდებულ მოვლენად რომ არ წარმოაჩინოს. ის მართალია სამ ქვეყანაში უნდა ჩატარდეს, მაგრამ მეტწილად აშშ-ში გაიმართება და არა მექსიკაში ან კანადაში. „ჩვენ მსოფლიოს ამერიკაში ჩავიყვანთ. მსოფლიოს უყვარს შეერთებული შტატები’’, ― თქვა ამასწინათ ინფანტინომ, მაგრამ BBC წერს, რომ რაც უფრო ახლოვდება მუნდიალი, მით უფრო მატულობს ეჭვი: აღმოჩნდება კი დღევანდელი აშშ ისეთი, როგორიც ინფანტინოს სურს?

Protestors rally against an ICE deportation in Los Angeles, California. One protestor holds up a sign reading 'immigration built this nation' while bowing her headავიღოთ, მაგალითად, ბილეთების საკითხი, რომელთა პირველი პარტია საჯაროდ გასულ კვირას გამოჩნდა. გათამაშებაში მონაწილეობა 4.5 მილიონმა გულშემატკივარმა მიიღო. ფიფამ პრაის-ლისტი მთლიანად არ გამოაქვეყნა, მაგრამ ფასები გულშემატკივრებმა დაწერეს. ბილეთები, რომლებთანაც ყველას მიუწვდება ხელი ოთხ კატეგორიად არის დაყოფილი. აშშ-ში პირველი შეხვედრის ბილეთი 560 დოლარიდან 2235 დოლარამდე ღირს. შედარებისთვის: ოთხი წლის წინ ყატარში გახსნის თამაშზე ბილეთი 55-დან 618 დოლარამდე ღირდა.

2026 წლის ფინალის ყველაზე იაფი ბილეთი 20230 დოლარი ღირს. ყველაზე ძვირი – 6000. VIP ბილეთები გასაყიდად ჯერ არ გამოუტანიათ, მაგრამ ეჭვი არ არის, ცეცხლის ფასი ექნება.

შეჯიბრების დასაწყისში, როდესაც თამაშებს დიდი ინტრიგა არ ახლავს, ზოგიერთ სტადიონზე ბილეთის ფასი 60 დოლარი ღირს, მაგრამ სტადიონების სქემებიდან კარგად ჩანს, რომ ამ ფასად ძალიან ცოტა ბილეთი იყიდებოდა.

Athletic-მა დაწერა, რომ ფიფა აპირებს 15 პროცენტიანი წანამატი დაუწესოს იმ ბილეთებს, რომლებსაც მისი ოფიციალური პლატფორმის მეშვეობით გადამყიდველები გაყიდიან.

ფიფა ნერგავს ფასთწარმოქმნის დინამიკურ მოდელს, რაც იმას ნიშნავს, რომ „მაგარ თამაშებზე’’ დასასწრები ბილეთები პროცესში გაძვირდება. თან, ეს მოდელი უპირატესობას ანიჭებს ამერიკელ გულშემატკივარს. კერძოდ, თამაშამდე 48 საათით ადრე გადამყიდველებთან წვდომა ბუნებრივია მხოლოდ ამერიკელებს ექნებათ. სხვა ქვეყნის მოქალაქემ ამ საიტებზე ბილეთი რომ იყიდოს, ვერ ჩაასწრებს.

ახლა ვიზებზე ვთქვათ. როდესაც გადაწყდა, რომ 2026 წლის მუნდიალს აშშ უმასპინძლებდა, დონალდ ტრამპის წინა პრეზიდენტობის ჯერი იყო. მაშინ ტრამპმა თქვა, აშშ-ში შემოსვლას ყველა უპრობლემოდ შეძლებს, სპორტსმენი, ოფიციალური პირი თუ გულშემატკივარიო. ახლა ვითარება შეიცვალა. ბრიტანეთის და ევროკავშირის მოქალაქეები აშშ-ში მართლაც შედარებით იოლად შევლენ – 42 ტერიტორიის მოსახლეობას შეუძლია ელექტროაპლიკაცია შეავსოს და პასუხს 72 საათში მიიღებს – მაგრამ დანარჩენი ქვეყნების მოქალაქეებს ტრადიციულ ვიზებზე მოუწევთ წვალება. BBC წერს, რომ წინა ჩემპიონატების მასპინძლებმა რუსეთმა და ყატარმა ვიზების მიღება ჩემპიონატის პერიოდში გააიოლა, მაგრამ აშშ ამის გაკეთებას არ აპირებს. ანუ, ფანები ჩადგებიან საერთო რიგში და პასუხი შეიძლება ჩემპიონატის დამთავრების შემდეგ მიიღონ. თან, ტრამპის ადმინისტრაციამ საელჩოებში ჩვეულებრივ გასაუბრებებს სოციალურ მედიაში გამოქვეყნებული პოსტების შესწავლაც დაამატა. არის ქვეყნები, სადაც ამერიკის საელჩო აპლიკაციაზე პასუხს ერთი წლის მერე იძლევა.

და ბოლოს უსაფრთხოება. BBC წერს, რომ 2025 წელს აშშ-ში რამდენიმე პოლიტიკური მკვლელობა მოხდა, 2024 წელს კი მასობრივი დახვრეტის 500 შემთხვევას ჰქონდა ადგილი. ტრამპმა გაააქტიურა ძალადობრივი დეპორტაციის პროცესიც და რიგ ქალაქებში ეროვნული გვარდია შეიყვანა. ასეთი ქვედანაყოფი განლაგებულია მაგალითად ლოს ანჯელესში, სადაც მუნდიალის თამაშები უნდა გაიმართოს. გვარდიის დისლოკაციას მოჰყვა ადგილობრივთა პროტესტი. იყო არეულობები. შედეგად ტრამპი დაიმუქრა, რომ ამ ქალაქებს ფეხბურთის მატჩების ჩატარების უფლებას წაართმევდა. მუნდიალის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ მთელ რიგ კითხვებზე ტრამპის ადმინისტრაცია ჯერჯერობით ასე პასუხობს: ჩვენ არ ვიცით. პარალელურად პრეზიდენტის ბრძანებით უქმდება რიგი სახელმწიფო უწყებები, რაც გამოცდილი კადრების დაკარგვას იწვევს. და ბოლოს, პრობლემაა, რომ აშშ-ში იარაღთან მოქალაქეებს თავისუფალი წვდომა აქვთ, რაც სხვა ქვეყნებში არ არის.