Bradley BARCOLA during the Arrival and Training and Press Conference of French team at INF Clairefontaine on October 6, 2025 in Paris, France.ბევრს ეგონა რომ წინა სანაკრებო კვირეულის შემდეგ „პარი სენ ჟერმენი’’ და საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაცია საერთო ენას გამონახავდნენ, მაგრამ მათ შორის ურთიერთობა გაუარესდა. ეროვნული გუნდის ახალი შეკრების პირველსავე დღეს, 6 ოქტომბერს მხარეებს შორის შუღლი გაძლიერდა. მიზეზი: ბრედლი ბარკოლას ტრავმა.

ბარკოლა რომელმაც კვირას პსჟ-ს შემადგენლობაში ლილში ითამაშა და მე-60 წუთზე, როდესაც შეცვალეს, არანაირი პრობლემა არ ეტყობობდა,  შატო დე კლერფონტენში გამოცხადებისთანავე მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფიით შეამოწმეს და შინ გაუშვეს. მას მარჯვენა ფეხი ჰქონდა დაზიანებული. ფედერაციამ გადაწყვიტა ეს შესაძლებლობა ხელიდან არ გაეშვა და გაავრცელა განცხადება რითაც „პარი სენ ჟერმენს’’ შეუტია:

„ პსჟ-ს თავდამსხმელმა კლერფონტენის ეროვნულ საფეხბურთო ცენტრში ექიმ ფრანკ ლე გალთან კონსულტაცია გაიარა. გაირკვა, რომ მას აქვს მარჯვენა მუხლქვეშა მყესის ქრონიკული ტრავმა. ფეხბურთელმა ფეხი ჩემპიონთა ლიგაში ბერგამოს „ატალანტასთან’’ შეხვედრის დროს დაიზიანა. ტრავმა დაახლოებით სამი კვირაა რაც არ მოშუშებულა. ამის მიუხედავად პარიზულმა კლუბმა მას ბოლო ერთ კვირაში სამ შეხვედრაში მიაღებინა მონაწილეობა’’.

„პარი სენ ჟერმენმა’’ ფედერაციის განცხადება იწყინა, განაცხადა, რომ ამ ტექსტი გააკვირვა. საპასუხოდ კლუბმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მას ფედერაციაში გაგზავნილი აქვს წერილი, სადაც აღნიშნულია, რომ ბარკოლას „ატალანტასთან’’ თამაშის შემდეგ ქრონიკული ტრავმა აწუხებს და ყველა მხარისთვის უკეთესი იქნებოდა ეს ამბავი საიდუმლოდ რომ შეენახათ.

ზემოთ ვახსენეთ, რომ პსჟ-სა და ფედერაციას შორის ურთიერთობა ისედაც დაძაბული იყო. ეს ოსმან დემბელესა და დეზირე დუეს გამო მოხდა. სექტემბრის დასაწყისში დემბელე და დუე ნაკრებში დაქანცულები და ნაგვემები მივიდნენ, რასაც იქ მიღებული ტრავმები დაემატა და მას მერე ისინი მოედანს არ დაბრუნებიან. ამ ამბავს კლუბი ფედერაციას აბრალებდა, ფედერაცია კი კლუბს.