Nuno Mendes of Paris Saint-Germain shoots the ball during the Ligue 1 McDonald's match between Lille OSC and Paris Saint-Germain at Stade Pierre...ლიგა 1-ის მეშვიდე ტურის ბოლოს იტან მბაპე, კილიანის ძმა „ლილისა’’ და „პარი სენ ჟერმენის’’ შეხვედრის მიწურულს შეცვლაზე შევიდა და საფრანგეთის ჩემპიონს გოლი გაუტანა. მატჩი დამთავრდა ფრედ – 1:1. თამაში რომლის ბოლო 14 წუთი 18 წლის თავდამსხმელმა მოედანზე გაატარა თანაბარი და შეიძლება ითქვას უინტერესო იყო. იმაში, რომ სტუმრები დიდად ვერ გაიბრწყინებდნენ გასაკვირი ალბათ არაფერი იყო, რადგან ლუის ენრიკეს გუნდი ექსპერიმენტული შემადგენლობით თამაშობდა. ეს ხვიჩა კვარაცხელიას ჩათვლით ბევრი მოთამაშის ტრავმით გახლდათ განპირობებული.

ანგრარიში 66-ე წუთზე გაიხსნა, როდესაც ბრედლი ბარკოლას ნაცვლად მოედანზე შვიდი წუთის შესულმა ნუნუ მენდეშმა ჯარიმა შორიდან, ეფექტურად გაიტანა, მაგრამ, როგორც ზემოთ მოგახსენეთ, ამ დღეს საფრანგეთის ჩემპიონს გამარჯვება არ ეწერა. 85-ე წუთზე მბაპე-უმცროსმა საჯარიმოს მისადგომებიდან მეკარისგან მარჯვენა კუთხეში დაბლა მარცხენა ფეხით შეაგდო. ამ ეპიზოდში პარიზელთა ცენტრალურ მცველ ბერალდოს შეეძლო ბურთისთვის გზა გადაეღობა, მაგრამ ის ფეხებს შორის გაუძვრა. შეხვედრას ესწრებოდნენ მბაპეები, იტანის მამა და ვარსკვლავი ძმა.

მატჩის შემდეგ პსჟ-ს მწვრთნელმა ლუის ენრიკემ თქვა: „მინდა იტანს მივულოცო, რადგან ის ძალიან კარგი ფეხბურთელია’’. ესპანელი მწვრთნელის შეფასებები კი ასეთი გახლდათ: „პირველიდან ბოლო წუთამდე კარგად ვითამაშეთ. რაც შეეხება შემადგენლობას, ჩვენთვის პრიორიტეტული ფეხბურთელების ჯანმრთელობაა. ეს კვირა რთული იყო, რადგან „ბარსელონასთან’’ თამაშის შემდეგ ფეხბურთელები დაღლილები იყვნენ. ორი ძალიან კარგი მომენტი გვქონდა, შეგვეძლო მოგვეგო, მაგრამ სამწუხაროდ ეს თამაშიც ისე დამთავრდა როგორც ორი წლის წინანდელი, როდესაც „ლილმა’’ ბოლო წუთს გაგვითანაბრა.

ნუნუ მენდეშის გარემარბად გამოყენებას მომავალშიც აპირებთ?

გულწრფელად რომ გითხრათ მე ის კლასიკური განაპირა მცველი მეგონა, მაგრამ როდესაც ისე გიჭირს როგორც დღეს, საუკეთესო გამოსავლის ძებნას იწყებ. მას ნებისმიერ პოზიციასე შეუძლია თამაში.

მოგებისთვის რა დგაკლდათ?

არაფერი! რაც საჭირო იყო ყველაფერი გავაკეთეთ. მეტოქეზე მეტი მომენტი შევქმენით. მე მომწონს „ლილის’’ თამაში, მობილური გუნდია და პრესინგით მისი წნეხში მოქცევა ჭირს. ჩემს ახალგაზრდულ გუნდში ყველას მინდა მივულოცო, განსაკუთრებით კვენრინ ნჯანტუს რომელმაც ფანტასტიკურად ითამაშა. მან ძლიერი ხასიათი გამოავლინა. ვფიქრობ, მეტს ვიმსახურებდით, მაგრამ რაც არის, არის.

შვიდი ტურის შემდეგ „პარი სენ ჟერმენს’’ 16 ქულა აქვს და „მარსელს’’ და „სტასბურგს’’ ერთი ქულით უსწრებს.