საქართველოს ნაკრებiი ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალში ფინეთთან 79:93 დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა. არადა, მატჩი თანაბრად დაიწყო. ხან ერთი გუნდი იყო წინ, ხანაც – მეორე. მას შემდეგ, რაც ჩვენების მწვრთნელმა ალეკსანდრ ჯიკიჩმა შეცვლებს მიმართა, ფინეთმა აშკარად დაგვჩაგრა და მეოთხედი 28:15 მოგვიგეს.

კიდევ უფრო ცუდი დაცვა ვითამაშეთ მეორე მეოთხედში – ფინელებმა 29 ქულა ჩაგვიგდეს. მართალია, ჩვენც კარგად ვუტევდით, მაგრამ მხოლოდ 25 ქულით ვუპასუხეთ და დიდ შესვენებამდე სოლიდური სხვაობით ჩამოვრჩით – 40:57.

მესამეს დასაწყისში სხვაობამ 20 ქულას მიაღწია. თუმცა, ერთ მომენტში ფინელებს სროლები არ წაუვიდათ, ჩვენც კარგად ვითამაშეთ, სხვაობა შევამცირეთ და ბოლო მეოთხედის წინ სხვაობა მხოლოდ ცხრა ქულა დარჩა – 62:71.

მეოთხე მეოთხედის დასაწყისიც ჩვენი იყო და სხვაობა ექვს ქულამდე შევამცირეთ. თუმცა, ამის შემდეგ შეცდომებს ვუმატეთ, მოედნიდან გოგა ბითაძეც გააძევეს და 14 ქულითაც ჩამოვრჩით. საქართველომ ერთხელაც გაიბრძოლა და ხუთი წუთით ადრე 7 ქულას ვაგებდით. ეს მაქსიმუმი გამოდგა. მერე გაძევებულ ბითაძეს თორნიკე შენგელიაც მიჰყვა და მატჩის ბედიც გადაწყდა…