Lorenzo Lucca of Napoli celebrates with his teammates after scoring goal 2-0 during the pre-season friendly match between Napoli and Olympiacos at...– „მილანი’’, „ინტერი’’ და „იუვენტუსი’’ ყოველთვის მწვერვალზე იქნებიან, ამიტომ ჩემი მიზანი „ნაპოლის’’ ისეთ გუნდად ჩამოყალიბებაა, რომელიც ამ სამეულს გააღიზიანებს და იმავდროულად ნეაპოლელ გულშემატკივარს სიამაყით აღავსებს, – თქვა ანტონიო კონტემ. calciomercato კი წერს, რომ მწვრთნელის ეს ნათქვამი ვეზუვისქვეშეთში ბევრს შეიძლება არ ესიამოვნოს, რადგან ის ფაქტობრივად იმეორებს მანტრას, რომ მისი გუნდი სერია A-ს დიდი სამეულისთვის „უკანალში ეკალია’’ და მეტი არაფერი. „ეკალიც’’ კონტესეული მატაფორაა.

ბოლო პრეს-კონფერენციაზე „ნაპოლის’’ თავკაცმა „აძურის’’ მდგომარეობა მიმოიხილა როგორც მოედანზე ასევე მის მიღმა.

„რომ გავიგოთ რანაირი ფეხბურთელები გვჭირდება, რამდენიმე შეკრება უნდა მოვაწყოთ და დავაკვირდეთ, კონკრეტულად რა გვაკლია. გუნდი ჩემი ან პრეზიდენტის ხუშტურის მიხედვით კი არა, საჭიროების მიხედვით არის დასაკომპლექტებელი. ეს პრეზიდენტმა და კლუბის მენეჯმენტმა კარგად იციან. „ბოლონიასგან’’ ნდოიეს ყიდვა გვინდოდა, მაგრამ ძვირი დაგვიფასეს. მე „ნაპოლის’’ მდგომარეობას ვითვალისწინებ და იმავდროულად ვცდილობ კონკურენტუნარიანი გუნდი შევკრა’’.

კონტესვე ეკუთვნის ასეთი სიტყვები: „ჩვენ რამდენიმე კარგი ფეხბურთელი შევიძინეთ, თუმცა ისინი მსოფლიოში საუკეთესოები არ არიან და ჯერ კიდევ ბევრი მუშაობა სჭირდებათ. ამიტომ, მოდი დავმშვიდდეთ. ჩვენ სკუდეტო ისე მოვგეთ, რომ ბევრი მოთამაშის შეცვლა მოგვიხდა. ახლაც ბევრ მოთამაშეს ვცვლით. ახალი და ახალგაზრდა ფეხბურთელების მხადრამხარ კი გუნდს ლიდერები სჭირდება. მე მინდა შევინარჩუნო ძველი ჯგუფი, რომელიც პასუხისმგებლობას აიღებს, გუნდს წინ გაუძღვება. მინდა დავეყრდნო დი ლორენცოს, ლუკაკუს, ზამბო ანგისას, ლობოტკას… ამ ფეხბურთელებმა უბრალო ლიდერობაზე მეტი უნდა გასწიონ’’.

და სწორედ ამას მოაყოლა მწვრთნელმა ზემოთ ნახსენები სიტყვები „მილანთან’’, „ინტერთან’’ და „იუვენტუსთან’’ დაკავშირებით.

„ჩვენ მთავარი ფავორიტები არ ვართ. წინა რიგში ყოლევთვის ისტორიული სამეულია’’, – თქვა მან.

Calciomercato-მ მწვრთნელის ამ ნათქვამის პასუხად დაწერა: „ახლა კი ანტონიო კონტემ გვაპატიოს, მაგრამ სამ წელიწადში ორი სკუდეტოს მოგებისა და სერია A-ში საუკეთესო სატრანსფერო საქმიანობის, უპირველეს ყოვლისა კი მას მერე, რაც კლუბმა თავად კონტეს შენარჩუნება მოახერხა, „ნაპოლი’’, დიახ, სწორედ ეს „ნაპოლი’’ გახლავთ ჩემპიონატის მთავარი ფავორიტი. ერთადერთი გუნდი, ვისაც შეუძლია მას წინააღმდეგობა გაუწიოს „ინტერია’’, მაგრამ მას გამოუცდელი მწვრთნელი (კრისტიან კივუ) ჰყავს და უტიტულო სეზონის შემდეგ ფიქოლოგიური ტვირთიც აწევს. არადა, რაღაც მომენტში „ნერაძურის’’ ეგონა, რომ ყველა ჯილდოს მოიგებდა. „იუვენტუსი’’ მეოთხე ადგილზე გავიდა, თუმცა გატანილი გოლების რაოდენობით მეშვიდე იყო, ხოლო „მილანი’’ მერვეზე გავიდა. ამ კლუბებს სტრუქტურული პრობლემა აქვთ და კრიზისი გაუხანგრძლივდათ”.

საბოლოოდ საიტი ასკვნის, რომ „ნაპოლი’’ უკანალში ეკალი კი არა, სკუდეტოს მთავარი პრეტენდენტია.