Jannik Sinner wins first Wimbledon title after beating defending champion Carlos Alcaraz | UK News | Sky News„უიმბლდონის“ წლევანდელი გამარჯვებული იანიკ სინერია.

იტალიელმა ჩოგბურთელმა სატიტულო ბრძოლაში ესპანელი კარლოს ალკარასი ოთხ სეტში დაამარცხა – 4:6; 6:4; 6:4; 6:4. პირველმა ჩოგანმა ლონდონის კორტებზე პირველად მოიგო.

„უიმბლდონის“ ფინალის წყვილები ზუსტად ისე დალაგდა, როგორც ეს რამდენიმე კვირის წინ „როლან გაროსზე“ მოხდა. თუმცა, ის სიგჟეები, რაც მაშინ ალკარასმა აკეთა, ახლა მხოლოდ პირველ სეტში ეყო.

ესპანელმა, რომელიც თავიდან 2:4 ჩამორჩა, სეტი მაინც შემოაბრუნა. თუმცა, პირველი ჩოგანი რის პირველი ჩოგანია, თუ ყველაფერი წააგო. ჰოდა, იტალიელმა მეორე სეტიდან საკუთარი თამაში იპოვა და ზუსტად იმ ანგარიშებით მოიგო, როგორც წააგო.

ეს სინერის მეოთხე „დიდი მუზარადის“ ტიტულია. აპენინელს „უიმბლდონის“ გარდა ავსტრალიისა (ორჯერ) და ამერიკის ღია პირველობები მოუგია. აი, საფრანგეთში კი, ჯერაც უტიტულოდ არის…

წილი
წინა სტატიალუის ენრიკე: ვიღაცები გამომწვევად იქცეოდნენ
შემდეგი სტატიაცივი
ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...