საქართველოს ნაკრების მცველი ლუკა ლოჩოშვილი კარიერას გერმანიის მეორე ბუნდესლიგელ „ნიურნბერგში“ გააგრძელებს.
ლოჩოშვილი გერმანიაში იტალიიდან გადვიდა, სადაც ბოლოს იჯარით „სალერნიტანაში“ თამშობდა. მანამდე კი „კრემონეზეს“ ღირსებას იცავდა.
ლუკა ლოჩოშვილი ნიურნბერგში 24-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.
გეტყვით, რომ „ნიურნბერგის“ მწვრთნელი გერმანიის ნაკრების ლეგენდარული თავდამსხმელი მიროსლავ კლოზეა, „ნიურნბერგი“ მიზნად ბუნდესლიგაში დაბრუნებას ისახავს. წინა სეზონი მეორე ბუინდესლიგაში გუნდმა მე-10 ადგილზე დააასრულა.
ლუკა ლოჩოშვილი: ბედნიერი და მოტივირებული ვარ, რომ ასეთი ტრადიციების კლუბში ვითამაშებ. მოუთმენლად ველი ახალი სეზონის დაწყებას და იმედი მაქვს, რომ გუნდთან ერთად წარმატებას მივაღწევთ დასახული მიზნების შესრულებაში.





