ნიკოლოზ ბასილაშვილი „უიმბლდონზე“ ძირითად ბადეში ითამაშებს.

ჩვენიანმა კვალიფიკაციის ფინალში არგენტინელ ხუან პაბლო ფიცოვიჩს 1:6; 7:5; 6:2; 6:1 მოუგო.

თამაში საინტერესო გამოდგა. ჯერ არგენტინელმა მოიგო მარტივად, შემდეგ ბასილაშვილმა ბრძოლაში გაათანაბრა, თუმცა მერე ქართველმა ჩოგბურთელმა მეტოქე უშანსოდ დატოვა.

Nikoloz Basilashvili lobt Andy Murray nach dem Wimbledon-Match

შეგახსენებთ, მანამდე ბასილაშვილმა ესპანელ პაბლო ლამას რუიზსა (6:3; 4:6; 6:3) და ჰონგ კონგელი ჩაკ ლამ კოლმან ვონგს (7:6; 7:6) აჯობა.

ძირითად ბადეში ბასილაშვილის მეტოქე იტალიელი ლორენცო მუსეტი იქნება, რომელიც ტურნირზე მე-7 ნომრად არის განთესილი.

გეტყვით რომ, მუსეტიმ შარშანდელ „უიმბლდონზე“ ნახევარფილამდე მიაღწია, სადაც ნოვაკ ჯოკოვიჩთან დამარცხდა. იტალიელი ნახევარფინალში წლევანდელ „როლან გაროსზეც“ მივიდა, სადაც ტურნირის გამარჯვებულ კარლოს ალკარასს უგებდა კიდეც, მაგრამ ტრავმა მიიღო და მატჩი შეწყვიტა.