„როლან გაროსზე“ ყველაფერი დალაგდა – ორივე ერთეულთა ფინალში ფავორიტები ითამაშებენ. კაცებში ამის უფლება იანიკ სინერმა და კარლოს ალკარასმა მიიღეს.
სინერმა მძიმე ბრძოლაში ნოვაკ ჯოკოვიჩი დაამარცხა – 6:4; 7:5; 7:6. ყველა სეტში მაგარი ბრძოლა იყო.
პირველში საქმე ერთმა ბრეიკმა გადაწყვიტა, მეორეში ჯოკოვიჩმაც მოახერხა იტალიელისთვის ჩაწოდების წართმევა, მაგრამ სინერმა ეს ორჯერ მოახერხა. მესამეში საკუთარი ჩაწოდება არც ერთს წაუგია, მაგრამ ტაი ბრეიკზე ისევ ესპანელმა იმარჯვა.
ალკარასი კი თავიდან აგებდა – პირველი სეტი 4:6 დათმო, მეორე 7:6 მოიგო. როგორც ჩანს, ამის შემდეგ იტალიელ ლორენცო მუსეტის ჯამრთელობამ უმტყუნა, რადგან შემდეგი სეტი 0:6 წააგო, მეოთხეშიც 0:2 ჩამორჩა და თამაში შეწყვიტა.
ქალთა შორის აქამდე სენსაციების შემოქმედი, 361-ე ჩოგანი ლოა ბუასონი რეიტინგით მეორე კოკო გაუფთან ვერაფერს გახდა. ფრანგი ჩოგბურთელის ზღაპარი საათსა და 12 წუთში დასრულდა – 1:6; 2:6.
აი, პირველ ჩოგან ბელარუს არინა საბალენკას კი ბრძოლის გადატანა მოუხდა პოლონელ იგა შვიონტეკთან. პირველი სეტი საბალენკამ ტაი ბრეიკზე წაიღო – 7:6. მეორეში პოლონელმა იმარჯვა – 6:4. თითქოს მესამეც დაძაბული უნდა ყოფილიყო, მაგრამ ბელარუსმა პირწმინდად დაჩაგრა მეტო (6:0) და „როლან გაროსის“ ფინალში პირველად გავიდა.





