შეიძლება იყოს 4 people გამოსახულებაშეიძლება იყოს 1 ადამიანი and ტექსტი გამოსახულება„თელავს“ 56 წლის სომეხი სპეციალისტი არმენ ადამიანი გაწვრთნის. არმენ ადამიანი 1967 წლის 14 ოქტომბერს დაიბადა, ყოფილმა ნახევარმცველმა სამწვრთნელო საქმიანობა 2004 წელს დაიწყო და ძირითადად სომხეთის პრემიერლიგის კლუბებს წვრთნიდა – „მიკა“, „ლორი“, „სევანი“, „ალაშკერტი“, „არარატ-არმენია“, „არცახი“
უეფას პრო-ლიცენზიის მფლობელი სპეციალისტი ბოლოს „არცახს“ თავკაცობდა, ორჯერ (2004/2005, 2005/2006) „მიკასთან“ და ერთხელ „ალაშკერტთან“ (2018/2019) აქვს მოგებული სომხეთის თასი, ხოლო იმავ „მიკასთან“ ერთად 2006/2007 წლების სეზონში სომხეთის სუპერთასი.
არმენ ადამიანი: „მსურს, მადლობა ვუთხრა კლუბის პრეზიდენტს ნდობისთვის. დარწმუნებული ვარ, დასახულ მიზანს მივაღწევთ. ბიჭებო, ძალიან ცოტა დრო გვაქვს, 20 დღეში 6 თამაში გვიწევს დიდ შესვენებამდე და მოდუნების უფლება არ გვაქვს, – თქვა გუნდთან შევედრისას „თელავის“ ახალმა მწვრთნელმა, –  ვიცი თქვენი საქმისადმი დამოკიდებულება, ვიცი მარცხს როგორ განიცდიდით და ახლა უფრო მჯერა, ეჭვიც არ მეპარება, რომ მიზანს მივაღწევთ. რა თქმა უნდა, წარსულს პატივს ვცემთ, მაგრამ წინ უნდა ვიყუროთ, მინდა, თითოეულ თქვენთაგანში თავდაჯერებულობა და ვარჯიშებზე ღიმილიანი სახეები დავინახო – როცა „თელავის“ მაისური გაცვია, ყველამ უნდა ვიცოდეთ, რომ ეს ჩვენი სახლია და ამით უნდა ვიამაყოთ”
წილი
წინა სტატიატაირელმა ვასილენკო რუსეთში მიაბრუნა
შემდეგი სტატიარა შემთხვევაში ხარ იდიოტი?
ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...