შეიძლება იყოს 4 ადამიანი, (ამერიკული) ფეხბურთის მოთამაშე ადამიანები, ფეხბურთის მოთამაშე ადამიანები and ტექსტი გამოსახულება
„გაგრა“ – „დინამო“ 0:2

კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში პირველი წრე დასრულდა. 22 ქულით ლიდერი „იბერია 1999“-ია. ამდენივე ქულა აქვს  „ბათუმს,“ მაგრამ ყოფილი საბურთალოელები ზღვისპირელებს ბურთების უკეთესი ბალანსის წყალობით ჯობნიან. სამეულს „დილა“ ასრულებს, რომელმაც ამათზე ორი ქულით ნაკლები მოაგროვა.

მე-9 ტურში „იბერიამ“ „სამგურალს“ სტუმრად მოუგო დრამატულ მატჩში (2:3). ანგარიში იბერიელთა 29 წლის ნახევარმცველმა, ბაქარ ქარდავამ გახსნა მე-6 წუთზე. ეს მე-100 გატანილი გოლი აღმოჩნდა მიმდინარე ჩემპიონატში. „იბერიამ“ კი ზედიზედ მეოთხე შეხვედრა მოიგო.

„ბათუმი“ თავიდან „სამტრედიასთან“ აგებდა, მაგრამ შემდეგ სამტრედიელთა ბრაზილიელმა ლეო ასუნსეომ საკუთარ კარში გაიტანა და ანგარიში გათანაბრდა. ბოლოსკენ კი მასპინძელმა ბათუმელებმა იძალეს, რომლებიც იმერულ კლუბს ქალაქის საფეხბურთო ცენტრში მასპინძლობდნენ, მოგეხსენებათ, „აჭარაბეთ არენაზე“ გაზონს ცვლიან.

ორი გოლი ბოლო წუთებზე გავიდა (ღუდუშაური, მუჯირი), ორივე გიორგი წიტაიშვილის გადაცემებით.

უცნაური შეხვედრა გამოვიდა ქობულეთში, სადაც ფოთის „კოლხეთი“ „დილას“ მასპინძლობდა. თამაში გორელებმა მოიგეს (1:3), მაგრამ საინტერესო ის იყო, რომ არბიტრმა ჯენერი ხორავამ ოთხი პენალტი დანიშნა და სამი მეკარეებმა მოიგერიეს. ერთი ფოთელმა იაროსლავ კოტლიაროვმა, ორიც – გორელმა დავით კერესელიძემ.

„თელავი“ „ტორპედოს“ უგოლოდ დაუზავდა. ეს ორივე გუნდისთვის პირველი ფრე გახლდათ სეზონში.

„დინამომ“ ხუთი მოუგებელი მატჩის შემდეგ სძლია აუტსაიდერ „გაგრას“ (0:2). დინამოელთა ახალწვეულმა, თორნიკე ოქრიაშვილმა საგოლე გადაცემა შეასრულა.

სამგურალი  2:3 იბერია

0:1 ქარდავა (6), 1:1 ჩიხლაძე (26), 2:1  ფანცულაია (31), 2:2 ოთარ მამაგეიშვილი (52), 2:3 მარკოვინა (75 საკ. კარში)

თელავი 0:0 ტორპედო

გაგრა 0:2 დინამო

0:1 უგრეხელიძე (64), 0:2 გორდეზიანი (70)

კოლხეთი 1:3 დილა       ქობულეთში

0:1 შეყილაძე (39), 0:2 დრამე (42), 0:3 კონტე (68), 1:3 კლიმოვი (71 პენ)

ვერგატანილი პენალტები: გაგნიძე (21) – დილა; მელქაძე (49), აბუაშვილი (64)  – ორივე კოლხეთი

ბათუმი 3:1 სამტრედია    ბათუმის საფეხბურთო ცენტრი

0:1 ჰაიდარი (27), 1:1 ასუნსეუ (40 საკ. კარში), 2:1 ღუდუშაური (88), 3:1 მუჯირი (90+6)

გუნდითამაშიმოგებაფრეწაგებაბურთებიქულა
დილა1494123:831
იბერია 19991492329:1929
ბათუმი1483318:1227
ტორპედო1465321:1523
დინამო1446410:1318
კოლხეთი1436519:2115
თელავი1434711:1513
სამგურალი1434715:2013
გაგრა1441911:1913
სამტრედია1415811:268

მეგოლეები: ბიორნ იონსენი (ტორპედო, ნორვეგია)-  6, გიორგი არაბიძე (ტორპედო), ომრან ჰაიდარი (სამტრედია, ავღანეთი), კირილ კლიმოვი (კოლხეთი, რუსეთი), ტაირელ ვოუტერი (დილა, ნიდერლანდები), გიორგი კოხრეიძე, შოთა ნონიკაშვილი (ორივე – იბერია) – 4