პირველად შერეული ორთაბრძოლების ისტორიაში საქართველოს მსოფლიოს ჩემპიონი ჰყავს – ილია თოფუირიამ ავსტრალიელი ალეკსანდერ ვოლკანოვსკი მეორე რაუნდში ნოკაუტით დაამარცხა და ქვემსუბუქ წონით კატეგორიაში ქამარი შემოირტყა…
არადა, პირველი რაუნდი თითქოს ავსტრალიელის იყო და მსაჯების გადაწყვეტილებით მოიგო კიდეც, მაგრამ ძალიან მცირედით. რაუნდებს შორის შესვენებაზე მწვრთნელებმა თოფურია დაარიგეს და ჩვენებურმაც ტემპს უმატა. თოფურია ნაბიჯ-ნაბიჯ მიდიოდა გამარჯვებისკენ და რაუნდის ბოლოს კარგი კომბინაციით ვოლკანოვსკი ნოკაუტში ჩააგდო და მსაჯმაც ბრძოლა შეწყვიტა.
თოფურია დამსახურებული ჩემპიონია – ქართველმა მე-15 ბრძოლა გამართა რინგზე და ყველაში გამარჯვებული გამოვიდა. აღსანიშნავია, რომ ვოლკანოვკის ქამარი ზედიზედ ხუთჯერ ჰქონდა დაცული, ახლა კი მატჩ-რევანშზე ფიქრი მოუწევს.
ჯერ ქამარი არ მოუგია, მაგრამ შემდეგი ბრძოლა ტიტულისთვის ექნება მერაბ დვალიშვილს, ვინაც ამერიკელ ჰენრი სეჰუდოსთან დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა. ქართველმა მებრძოლმა ჰენრი სეხუდო სამრაუნდიან ბრძოლაში დაამარცხა, თან ისე, რომ გამარჯვება ეჭვქვეშ არ დაუყენებია. ჩვენებურმა მხოლოდ პირველი რაუნდი დათმო, ისიც მცირე უპირატესობით – 9:10. სამაგიეროდ მეორე და მესამე რაუნდში შეუჩერებელი იყო. გარდა იმისა, რომ დვალიშვილი სეჰუდოს სცემდა, პარალელურად მაყურებლებში მყოფ „ფეისბუქის“ დამფუძნებელ მარკ ცუკერბერგთანაც ღადაობდა. ცუკენბერგ მერაბის დიდი გულშემატკივარია.
დვალიშვილს ზედიზედ 10 გამარჯვება დაუგროვდა. ქართველ მებრძოლს UFC-ის პრეზიდენტმა დანა უაითმა უკვე დაადასტურა, რომ შემდეგი ბრძოლა სატიტულო ექნება – დვალიშვილმა შონ ომალი გამოიწვია და ქამარზე ჩხუბი შესთავაზა.