Super Cup, sold-out flights for the Napoli-Inter finalიტალიელები მოუთმენლად ელიან ორშაბათს და ქვეყნის სუპერთასის ფინალს: „ნაპოლი” – „ინტერი”. ნახევარფინალებში „ნაპოლიმ” „ფიორენტინას” მოუგო 3:0, ხოლო „ინტერმა” იმავე ანგარიშით სძლია „ლაციოს”. „კორიერე დელო სპორტი” კი იუწყება, რომ უნგრული ბიუჯეტური ავიაკომპანია „ვიზეარი” ნახევარფინალების წინ იტალიის ქალაქებიდან რიადში თავისუფლად დაფრინავდა, საფინალედ კი რეისების დამატება დასჭირდა. სტანდარტულ გრაფიკს დაემატა ფრენები ნეაპოლიდან, მილანიდან და რომიდან.

„ვიზეარის” ოფისმა გაავრცელა განცხადება, სადაც წერია, რომ დამატებითი რეისები რიადის მიმართულებით დაინიშნა ორშაბათს, მატჩის დილას, 22 იანვარს, უკან დაბრუნების თარიღად კი განისაზღვრა მეორე დღე, 23 იანვარი. უკანა გზის საფასურში, რომელიც 199,99 ევრო ღირს, შევიდა მატჩის ბილეთიც. რასაკვირველია, ბილეთები მყისიერად გაიყიდა.

შეატყვეს რა მატჩისადმი გაზრდილი ინტერესი, საუდელებმა გადაწყვიტეს იტალიელ გულშემატკივრებს ქვეყანაში შესასვლელი ვიზის ფული არ გამოართვან.