Amir Rrahmani and Khvicha Kvaratskhelia of SSC Napoli celebrate at the end of the Serie A TIM match between SSC Napoli and US Salernitana at Stadio...როდესაც „ნაპოლისა” და „სალერნიტანას” მატჩის (2:1) შემდეგ ნეაპოლური საიტების შეფასებებს გადავხედეთ, თვალში გვეცა, რომ ზოგი მათგანი ხვიჩა კვარაცხელიას თამაშს მოკრძალებით აფასებდა, ზოგი კი აღტაცებული დარჩენილიყო. ქვემოთ რამდენიმე ციტატას გთავაზობთ:

calciomercato – 6: გოლი ვერ გაიტანა, მაგრამ ცდილობდა გუნდის თამაშს გაძღოლოდა. მუდამ იმ ზონებში შერბოდა სადაც ბურთი იყო. ხშირად საამისოდ მოედნის გადარბენაც უწევდა. ერთ ეპიზოდში გიჟური გოლის გატანასთან იყო ახლოს, როდესაც „ბროწეულისფერების” მთელი დაცვა მოატყუა.

tuttonapoli – 6: პირველ ტაიმში სივრცეების პოვნა უჭირდა, რადგან სამბია კუდში სდევდა. მეორე ტაიმში უკეთ ითამაშა და ერთადერთი ფეხბურთელი იყო, რომელიც ყველა ღონეს ხმარობდა. ერთ ეპიზოდში დიდებული თამაშის წყალობით კინაღამ გოლიც გაიტანა, მაგრამ მას მაინც მეტი მოითხოვება. გოლი უნდა გაიტანოს.

calcionapoli24 – 7: ნაჩქარევი ჩხვლეტა დასაწყისში. მას სურს გაეტანოს და სხვა თანაგუნდელებს რამდენიმე წამში ასისტენტობა გაუწიოს. 21-ე წუთზე დრიბლინგი ცუდად მთავრდება — თანაგუნდელები ბურთს იმის იმედით აწვდიან, რომ ათ მეტოქეს მარტო გასცდება. შემდეგ, „ბროწეულისფერთა” უხეშობის მუდმივი ობიექტი ვალტერ მაცარის მოედნის შუაში შეჰყავს და სწორედ ის იწყებს კომბინაციას, რომელიც პენალტით დასრულდა. მეორე ტაიმის დასაწყისში თავდასხმაში კვლავ კარგად მოქმედებს, კაიუსტეს აწვდის პასს. ორ თავდამსხმელს უკნიდან ის ნახევარდაცვაში გადაადგილდება და 72-ე წუთზე მის მარჯვენა ფეხით დარტყმულს ოკოჩა იგერიებს, ხოლო კიდევ ერთი მომენტი 83-ე წუთზე აქვს, როდესაც ნახევარ საჯარიმოში იკვალავს გზას. მსაჯის დამატებულ წუთებში ძერბინთან „კედელს” თამაშობს, მაგრამ ოჩოა ფეხის დახვედრებას ასწრებს. ხვიჩა არის მამაცი გული, ნეაპოლელი უილიამ უოლესი, რომელიც მის გარშემო შექმნილი სავალალო გარემოს წინააღმდეგ აჯანყდა.

ilnapolista – 7: რა ერთი რის ერთი, სხვა თანაგუნდლებზე სულ მცირე სამი თავით მაღლა იდგა. „ჩე კვარას” დიდებული მეორე ტაიმი ჰქონდა და ბოლო ოც წუთში მინიმუმ ორი გოლის გატანა შეეძლო. რა სამწუხაროა, რომ ვერ გაიტანა.

calcionapoli1926 – 6,5: მეორე ტაიმში აენთო, რამდენიმე იდეა გაუჩნდა. ორჯერ ოჩოამ აუღო, ერთხელ მისი დარტყმული ოდნავ აცდა მიზანს. წინა შეხვედრებთან შედარებით ოდნავ გამოასწორა თამაში, მაგრამ ეს ნამდვილი კვარა არ არის.