No description available.წინა წლებისგან განსხვავებით წლეულს სიახლე არის: სეზონის საუკეთესო ფეხბურთელთან  და ეროვნული გუნდის საუკეთესო დებიუტანტთან ერთად  ქართული ფეხბურთის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ავთანდილ ღოღობერიძის სახელობის საგანგებოდ დამზადებული პრიზით დავაჯილდოვებთ ვეტერან ქართველ ფეხბურთელს.

წლეულს, ისევე როგორც ბოლო ხანს, ჩვენი პარტნიორი კომპანია „ლიდერბეთი“ გახლავთ, რისთვისაც დიდი მადლობაც ალალი იყოს.

შეგახსენებთ, „სარბიელის“ გამოკითხვა 1992-1993 წლების სეზონიდან ტარდება. საუკეთესო ფეხბურთელის გამოსავლენი გამოკითხვა 10-წლიანი პაუზის შემდეგ, 2018 წელს სწორედ „ლიდერბეთის“ ხელშეწყობით აღდგა. შარშან პარტნიორობა თბილისის მერიამ გასწია, წლეულს კი „ლიდერბეთი“ დაგვიბრუნდა.

წლევანდელ გამოკითხვაში 85 სპორტული ჟურნალისტი მონაწილეობდა, რაც სარეკორდო მაჩვენებელია. მათ დაასახელეს 2022-2023 წლების სეზონის საუკეთესო ქართველი ფეხბურთელი და დებიუტანტი… ვეტერანი ფეხბურთელი კი „სარბიელის“ რედაქციამ შეარჩია.

ჟურნალისტებმა თავიანთი რჩეულები მაისის, ანუ სეზონის ბოლოს პირველი, მეორე, მესამეს პრინციპით დაასახელეს. ადრეც ყოფილა და ამჯერადაც არის შემთხვევა, როცა კოლეგამ ნომინანტთა შორის ერთი ფეხბურთელი დაასახელა. ქულების დარიცხვის სისტემა ძველი და მარტივი გახლდათ – პირველ ნომრად დასახელებული კანდიდატს ენიჭება 3 ქულა, მეორეს – 2, მესამეს – 1. ქულები ჯამდება. შედეგები, ცხადია, ამჯერადაც საჯაროა.

საქართველოს 2020-2021 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია

წლევანდელ გამოკითხვას მხოლოდ ერთი ინტრიგა ახლდა, თორემ, გამარჯვებულის ვინაობა იმთავითვე ცნობილი გახლდათ. ხვიჩა კვარაცხელიამ იმდენად მაღალ დონეზე ითამაშა, 85-დან მხოლოდ ჩვენმა ერთმა კოლეგამ დაასახელა მე-2 ნომრად, ყველა სხვამ ხვიჩას პირველი ადგილი მიაკუთვნა. ინტრიგაც ეს გახლდათ – ქულათა პროცენტული რაოდენობით აჯობებდა თუ არა ხვიჩა კვარაცხელია 2002-2003 წლების სეზონის იმ შედეგს, რომელიც მაშინ კახა კალაძის საუკეთესოობისას დააფიქსირდა. აჯობა!!! კვარაცხელია 85-დან 84 ჟურნალისტის რჩეული გამოდგა, კალაძე 45-დან 42-მა დაასახელა. პროცენტულად ეს ასე იკითხება: კახა კალაძე – 93.3%, ხვიჩა კვარაცხელია 98.8 %. 

საქართველოს ნაკრებისა და იტალიის ჩემპიონ „ნაპოლის“ შემტევმა ხვიჩა კვარაცხელიამ  ჯამში 254 ქულა მოაგროვა და ბევრად აჯობა მეორეადგილოსანს, საქართველოს ნაკრებისა და ფრანგული „მეცის“ თავდამსხმელ გიორგი მიქაუტაძეს, რომელსაც 130 ქულა ერგო. მესამეადგილოსანმა, წინა სეზონის საუკეთესო ფეხბურთელმა, საქართველოს ნაკრებისა და ჯერჯერობრით „ვალენსიას“ მეკარე გიორგი მამარდაშვილმა კი ჩვენი კოლეგებისგან ჯამში 102 ქულა მიიღო.

ხვიჩა კვარაცხელია! – დიდ ფეხბურთში მეტეორივით შევარდნილი ამ ფეხბურთელის სახელი მსოფლიოს კიდიდან კიდემდე უკვე ყველას პირზე აკერია. სერია A-ს საუკეთესო ფეხბურთლი… სამჯერ თვის საუკეთესო ფეხბურთელი… სერია A-ში გატანილი საუკეთესო გოლის ავტორი… ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი… „ფრანს ფუტბოლის“ გამოკითხვის ნომინანტი და მსოფლისოს საუკეთესო ფეხბურთელთა მარაქა… რაღა დარჩა? საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელის ტიტული… ასეც არის! ხვიჩამ მისი სამშობლოს საუკეთესო ფეხბურთელისათვის განკუთვნილი ბრინჯაოს პრიზი უკვე მეორედ ირგუნა. პირველად ის საუკეთესოდ 2020-2021 წლების სეზონის შედეგების მიხედვით დავასახელეთ. ალალია, ვულოცავთ და მომავალ დიდ წარმატებებს ვუსურვებთ. მოქანდაკეების, ლევან ვარდოსანიძისა და თემურ ლომიძის დამზადებული ახალი, ექსკლუზიური პრიზი (იასონ კვირკველიას ფიგურა კინოფილმიდან „პირველი მერცხალი“) ხვიჩას უახლოეს მომავალში, საზეიმო ვითარებაში ჩაბარდება.

ფრანგული „მეცის“ შემტევი გიორგი მიქაუტაძე პირველად მოხვდა საუკეთესო ქართველ ფეხბურთლთა სამეულში. გოლების მანქანა – უკვე ასე მოიხსენიებენ საქართველოს ნაკრების თავდამსხმელს. ის წინა სეზონის შედეგებით ფრანგული ლიგა 2-ის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს და რამდენიმე, ფრიად მნიშვნელოვანი გოლით თავი ეროვნული გუნდშიც გამოიჩინა. ჩვენი გუნდის მთავარ შემტევად ის სწრაფად დაწინაურდა და ხვიჩასთან ერთად ყველა მეტოქისთვის დიდ თავის ტკივილად იქცა. მისი დამსახურებით „მეცი“ ფრანგულ ლიგა 1-ში აღზევდა.

წინა სეზონი გიორგი მამარდაშვილმა „ვალენსიაში“ გაატარა. ესპანური ლა ლიგის გუნდში თბილისის „ლოკომოტივიდან“ გადასული გიორგი, თავდაპირველად კლუბის მეოთხე მეკარედ მიიჩნეოდა, მაგრამ მწვრთნელები მალევე დაარწმუნა თავის მაღალ ოსტატობაში, საიმედოობაში და მანაც, მთელი სეზონი, ეროვნულ გუნდში თუ კლუბში, მართლაც უმაღლეს დონეზე ჩაატარა. „ვალენსიამ“ ესპანეთის უძლიერესთა შორის ადგილი რომ შეინარჩუნა ამაში ლომის წილი მისია. გიორგი რამდენჯერმე დაასახელეს ლა ლიგის ტურის საუკეთესო მეკარედ.

ნომინანტთა შორის ამჯერად სულ 9 ფეხბურთელია, ყველა ლეგიონერი, რაც, ცხადია, ეროვნული ლიგის არც თუ მაღალ დონეზე მეტყველებს.

ეროვნული გუნდის საუკეთესო დებიუტანტი 82-მა ჟურნალისტმა დაასახელა და აქაც, უდიდესი უპიტრატესობით იმარჯვა საქართველოს ნაკრებისა და დონეცკის „შახტარის“ განაპირა მცვლემა გიორგი გოჩოლეიშვილმა, ვინც ეროვნულ ლიგაშიც გამორჩეული გახლდათ, მოგვიანებით დონეცკის „შახტრათან“ ერთად უკრაინის ჩემპიონობა იზეიმა, ეროვნულ გუნდში კი მართლაც შთამბეჭდავი დებიუტი მოიწყო. გიორგი გოჩოლეიშვილისთვის ეს პირველი დიდი აღიარებაა და ბრინჯაოს პრიზი (ხვედელიძის ფიგურა ფილმიდან „ფეოლა“) მასაც უახლოეს მომავალში გადაეცემა.

ქვემოთ იხილეთ „სარბიელის“ ტრადიციული გამოკითხვის სრული შედეგები და სეზონის ლაურეატთა ვიდეოები…

ჟურნალისტიI ადგილიII ადგილიIII ადგილისაუკეთესო დებიუტანტი
მიხეილ აბაიშვილი (სსჟა)კვარაცხელიამამარდაშვილიკიტეიშვილიგოჩოლეიშვილი
ღვთისავარ ანთაძე (sportal.ge)კვარაცხელიამიქაუტაძემამარდაშვილიგოჩოლეიშვილი
ილია ბაბუნაშვილი (sarbieli.com)კვარაცხელიამამარდაშვილიმიქაუტაძეგოჩოლეიშვილი
სალომე ბალახაშვილი (allsport.ge)კვარაცხელიამიქაუტაძემამარდაშვილიგოჩოლეიშვილი
ვასილ ბალახაძე (ქართლი)კვარაცხელიამამარდაშვილიკაშიაგოჩოლეიშვილი
დავით ბანანაშვილი (საზოგადოებრივი მაუწყებელი)კვარაცხელიამიქაუტაძემამარდაშვილიგოჩოლეიშვილი
ბიძინა ბარათაშვილი (სილქ სპორტი)კვარაცხელიამიქაუტაძემამარდაშვილიგოჩოლეიშვილი
ტატო ბაციკაძე (სილქ სპორტი)კვარაცხელიამიქაუტაძემამარდაშვილიგოჩოლეიშვილი
კახა ბერიძე (prime sport)კვარაცხელიამიქაუტაძედავითაშვილიგოჩოლეიშვილი
ელენე ბილიხოძე (პირველი რადიო)კვარაცხელიამამარდაშვილიმიქაუტაძეგოჩოლეიშვილი
ირაკლი ბუხალიკვარაცხელიამიქაუტაძემამარდაშვილიგოჩოლეიშვილი
პაატა გელაშვილი (ლელო)კვარაცხელიამიქაუტაძედავითაშვილიგოჩოლეიშვილი
გიგა გვენცაძე (საზოგადოებრივი მაუწყებელი)კვარაცხელიამიქაუტაძემამარდაშვილიგოჩოლეიშვილი
ლაშა გოდუაძე (Mygoals.ge)კვარაცხელიამიქაუტაძემამარდაშვილიგოჩოლეიშვილი
ირაკლი გოგვაძე (crystalsport.ge)კვარაცხელიამიქაუტაძემამარდაშვილიგოჩოლეიშვილი
ლევან გუგუტიშვილი (რუსთავი 2)კვარაცხელიამიქაუტაძემამარდაშვილისიგუა
სოლომონ გულისაშვილი (sarbieli.ge)კვარაცხელიამამარდაშვილიმიქაუტაძეგოჩოლეიშვილი
ვოვა გუცაევი (საზოგადოებრივი მაუწყებელი)კვარაცხელიამიქაუტაძემამარდაშვილიგოჩოლეიშვილი
ვახო დარასელია (რადიო ფორტუნა)კვარაცხელიამიქაუტაძემამარდაშვილიგოჩოლეიშვილი
გიორგი დარჯანია (tv პირველი)კვარაცხელიამიქაუტაძემამარდაშვილიგოჩოლეიშვილი
ედემი ელერჯია (სამეგრელო)კვარაცხელიამიქაუტაძემამარდაშვილისიგუა
დავით ერაძე (tv მთავარი)კვარაცხელიამიქაუტაძემამარდაშვილიგოჩოლეიშვილი
სოფო ერქვანია (tv იმედი)კვარაცხელიალოჩოშვილიმიქაუტაძეგოჩოლეიშვილი
გიორგი ვაშაკიძე (sarbieli.ge)კვარაცხელიამიქაუტაძემამარდაშვილიგოჩოლეიშვილი
ლაშა თაბაგარი (ფეხბურთი)კვარაცხელიამიქაუტაძემამარდაშვილიგოჩოლეიშვილი
ირაკლი იმედაძე (სეტანტა)კვარაცხელიაკაშიამამარდაშვილიგოჩოლეიშვილი
კობა ინასარიძე (sarbieli.ge)კვარაცხელიამამარდაშვილიმიქაუტაძეგოჩოლეიშვილი
დავით კაკაბაძე (sarbieli.ge)კვარაცხელიამიქაუტაძემამარდაშვილიგოჩოლეიშვილი
ალეკო კაკაურიძე (ლელო)კვარაცხელიამამარდაშვილიმიქაუტაძეგოჩოლეიშვილი
დავით კაპიტანოვი (tv იმედი)კვარაცხელიამიქაუტაძეკაშიაგოჩოლეიშვილი
პაატა კვანტალიანი (sarbieli.com)კვარაცხელიამიქაუტაძემამარდაშვილიგოჩოლეიშვილი
გეგი კიკაბიძე (nomadsport)კვარაცხელიამამარდაშვილიმიქაუტაძეგოჩოლეიშვილი
მაგდა კლდიაშვილი (recorder.ge)კვარაცხელიამამარდაშვილიმიქაუტაძეგოჩოლეიშვილი
მამუკა კუკულაძე (Crystalsport.ge)კვარაცხელიამიქაუტაძემამარდაშვილიგოჩოლეიშვილი
მეგი კუპატაძე (სფფ)კვარაცხელიამამარდაშვილიჩაკვეტაძეგოჩოლეიშვილი
გიორგი ლაშაური (TV იმედი)კვარაცხელიამიქაუტაძემამარდაშვილიგოჩოლეიშვილი
დემიკო ლოლაძეკვარაცხელიამამარდაშვილიმიქაუტაძეგოჩოლეიშვილი
მერაბ მამულაშვილი (საზოგადოებრივი მაუწყებელი)კვარაცხელიამიქაუტაძემამარდაშვილიგოჩოლეიშვილი
ბექა მახათაძე (leadersport.ge)კვარაცხელიამამარდაშვილილოჩოშვილიგაგნიძე
გიორგი მელქაძე (worldsport.ge)კვარაცხელიამიქაუტაძემამარდაშვილიგოჩოლეიშვილი
არმაზ მეტრეველიკვარაცხელიამამარდაშვილიმიქაუტაძეგოჩოლეიშვილი
დავით მინაშვილი (სფფ)კვარაცხელიამიქაუტაძემამარდაშვილიგოჩოლეიშვილი
ცოტნე მრევლიშვილი (სპორტის სამინისტრო)კვარაცხელიამამარდაშვილიმიქაუტაძეგოჩოლეიშვილი
გიორგი მურვანიძე (აჭარა)კვარაცხელიამამარდაშვილიმიქაუტაძეგოჩოლეიშვილი
ილია ნანობაშვილი (leadersport.ge)კვარაცხელიამამარდაშვილიმიქაუტაძეგოჩოლეიშვილი
ტატო ნიკურაძე (sport4me.ge )კვარაცხელიამიქაუტაძემამარდაშვილიგოჩოლეიშვილი
დიმიტრი ობოლაძე (იმედი)კვარაცხელიამიქაუტაძემამარდაშვილიგოჩოლეიშვილი
გიორგი პავლიაშვილი (სილქსპორტი)კვარაცხელიამიქაუტაძემამარდაშვილიგოჩოლეიშვილი
თენგიზ პაჭკორია (Gruzia Online)კვარაცხელიამიქაუტაძემამარდაშვილიგოჩოლეიშვილი
გია პლატონიშვილი (საქართველოს რესპუბლიკა)კვარაცხელიამამარდაშვილიმიქაუტაძეგოჩოლეიშვილი
მიხეილ ჟორჟოლიანი (ახალი თაობა)კვარაცხელიამიქაუტაძედავითაშვილიგოჩოლეიშვილი
ლაშა რამაზაშვილი (ლიდერსპორტი)კვარაცხელიამიქაუტაძეკიტეიშვილიგოჩოლეიშვილი
უშანგ რუხაძე (ფორმულა)კვარაცხელიამიქაუტაძემამარდაშვილიგოჩოლეიშვილი
საბა საბანაძე (leadersport.ge)კვარაცხელიამიქაუტაძემამარდაშვილიგოჩოლეიშვილი
სალომე საგინაშვილი (crystalsport.ge)კვარაცხელიამამარდაშვილიმიქაუტაძეგოჩოლეიშვილი
გიორგი სანადირაძე (პოსტ ტვ)კვარაცხელიამამარდაშვილიმიქაუტაძეგოჩოლეიშვილი
ხვიჩა სანიკიძე (soccerway)კვარაცხელიამამარდაშვილიმიქაუტაძეგოჩოლეიშვილი
ლევან სალუქვაძე (სილქსპორტი )კვარაცხელიამიქაუტაძემამარდაშვილიგოჩოლეიშვილი
ია სართანია (TV ფორმულა)კვარაცხელიამამარდაშვილიმიქაუტაძეგუგეშაშვილი
საბა საპანაძე (Geo Team)კვარაცხელიამიქაუტაძემამარდაშვილიგოჩოლეიშვილი
ნოდარ სიმსივე (tv იმედი)კვარაცხელიამიქაუტაძელოჩოშვილიგოჩოლეიშვილი
დავით სხირტლაძე (Crystlsport.ge)კვარაცხელიამამარდაშვილიმიქაუტაძეგოჩოლეიშვილი
ჯემალ ფარცახაშვილი (TV რუსთავი 2)კვარაცხელიამიქაუტაძემამარდაშვილიგოჩოლეიშვილი
ირაკლი ფოფხაძე (Crystalsport.ge)კვარაცხელიამიქაუტაძელოჩოშვილიგოჩოლეიშვილი
გიორგი ფულარიანი (სეტანტა)მამარდაშვილიკვარაცხელიამიქაუტაძეგოჩოლეიშვილი
მამუკა ქანთარია (გურია)კვარაცხელიამამარდაშვილიმიქაუტაძეგოჩოლეიშვილი
დავით ქლიბაძეკვარაცხელიამამარდაშვილიმიქაუტაძე
ლაშა ქოქიაშვილი (პოსტ ტვ)კვარაცხელიამამარდაშვილიმიქაუტაძეგოჩოლეიშვილი
ლევან ღუდუშაური (საზოგადოებრივი მაუწყებელი)კვარაცხელიამიქაუტაძემამარდაშვილიგოჩოლეიშვილი
გია ტუხაშვილი (ლელო)კვარაცხელიამამარდაშვილიმიქაუტაძეგოჩოლეიშვილი
მერაბ ყუფარაძე (tv ფორმულა)კვარაცხელიამამარდაშვილიმიქაუტაძეგოჩოლეიშვილი
ამირან შაიშმელაშვილი (live.ge)კვარაცხელიამიქაუტაძემამარდაშვილიგოჩოლეიშვილი
დიმა შარიქაძე (Crystalsport.ge)კვარაცხელიამიქაუტაძელოჩოშვილიგოჩოლეიშვილი
რატი შელეგია (კვირის პალიტრა)კვარაცხელიამიქაუტაძედავითაშვილიგოჩოლეიშვილი
ნანა ჩოკორაია (სფფ)კვარაცხელიამიქაუტაძემამარდაშვილისაზონოვი
ბაჩო ცალუღელაშვილი (Goal.ge)კვარაცხელიამიქაუტაძემამარდაშვილიგაგნიძე
ხატია ცარციძე (strar tv)კვარაცხელიამამარდაშვილიმიქაუტაძეგოჩოლეიშვილი
შალვა ცხადაძე (leadersport.ge)კვარაცხელიამამარდაშვილიმიქაუტაძეგოჩოლეიშვილი
პაატა ძნელაძე (ფეხბურთი)კვარაცხელიამიქაუტაძემამარდაშვილიგოჩოლეიშვილი
როსტომ წულუკიძე (ტვ იმედი)კვარაცხელიამიქაუტაძელოჩოშვილიგოჩოლეიშვილი
სალომე ხარატიშვილი (lelo.ge)კვარაცხელიამიქაუტაძელოჩოშვილი
გიორგი ხარშილაძე (leadersport.ge)კვარაცხელიამიქაუტაძემამარდაშვილიგოჩოლეიშვილი
ვაჟა ხუციშვილი (sarbieli.com)კვარაცხელიამიქაუტაძემამარდაშვილიგოჩოლეიშვილი
თემურ ჯაფარიძეკვარაცხელია
თამარ ჯიშკარიანი (TSFF.GE)კვარაცხელიალობჟანიძემიქაუტაძეგოჩოლეიშვილი
ფეხბურთელიI ადგილი / ქულაII ადგილი / ქულაIII ადგილი / ქულაქულა
ხვიჩა კვარაცხელია84 / 2521 / 20 / 0254
გიორგი მიქაუტაძე0 / 051 / 102 28 / 28130
გიორგი მამარდაშვილი1 / 329 / 5841 / 4199
ლუკა ლოჩოშვილი0 / 01 / 26 / 68
გურამ კაშია0 / 01 / 22 / 24
ზურიკო დავითაშვილი0 / 00 / 04 / 44
საბა ლობჟანიძე0 / 01 / 20 / 02
ოთარ კიტეიშვილი0 / 00 / 02 / 22
გიორგი ჩაკვეტაძე0 / 00 / 01 / 11
ფეხბურთელიხმა
გიორგი გოჩოლეიშვილი76
ლუკა გაგნიძე2
გაბრიელ სიგუა2
საბა საზონოვი1
ლუკა გუგეშაშვილი1