15 ივნისს საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები კვიპროსს ამხანაგურად უმასპინძლებს. მატჩის ჩატარების ადგილი მოგვიანებით გახდება ცნობილი.

წინა კვირას, 21-წლამდელთა მწვრთნელმა, რამაზ სვანაძემ ევროპის ჩემპიონატზე მოთამაშე საბოლოო 23-კაციანი განაცხადის წარდგენამდე, გაფაროთებული შემადგენლობა დაასახელა, რომელიც 35 ფეხბურთელისგან შედგება.

Საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები, ევროპის ჩემპიონატისთვის მზადებას 10 ივნისიდან დაიწყებს. ტურნირის ჯგუფურ ეტაპს კი 21 ივნისს, პორტუგალიასთან მატჩით გახსნის.

Svanadze calls on Georgia fans' support | Video | Under-21 | UEFA.comᲛეკარეები: გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია, ესპანეთი), ლუკა კუტალაძე (დინამო თბილისი), ლევან თანდილაშვილი (თელავი), ნოდარ ყალიჩავა (სამგურალი).

Მცველები: ცოტნე კაპანაძე (საბურთალო), გიორგი გოჩოლეიშვილი (შახტარი დონეცკი, უკრაინა), ივა გელაშვილი (საბურთალო), სანდრო კალანდაძე (დინამო თბილისი), მათე აბულაძე (სამტრედია), ჯემალ-გიორგი ჯინჯოლავა (საბურთალო), საბა ხვადაგიანი (დინამო თბილისი), გიორგი მაისურაძე (დინამო თბილისი), ირაკლი აზაროვი (ცრვენა ზვეზდა, სერბეთი), საბა საზონოვი (დინამო მოსკოვი, რუსეთი).

Ნახევარმცველები: ოთარ მამაგეიშვილი (საბურთალო), გიზი მამაგეიშვილი (საბურთალო), გიორგი წიტაიშვილი (ლეხ პოზნანი, პოლონეთი), ნიკა ხორხელი (სამგურალი), გაბრიელ სიგუა (დინამო თბილისი), შოთა ნონიკაშვილი (საბურთალო), ნიკა გაგნიძე (დილა გორი), გიორგი მოისწრაფიშვილი (დინამო თბილისი), ანზორ მექვაბიშვილი (დინამო თბილისი), ლუკა გაგნიძე (დინამო მოსკოვი, რუსეთი), ზურიკო დავითაშვილი (ბორდო, საფრანგეთი), გიორგი ლომთაძე (გაგრა), ცოტნე ფაცაცია (შუქურა ქობულეთი), ლუკა ხორხელი (სამგურალი), ნოდარ ლომინაძე (სამგურალი).

თავდამსხმელები: გიორგი გულიაშვილი (სარაევო, ბოსნია და ჰერცეგოვინა), ხვიჩა კვარაცხელია (ნაპოლი, იტალია), გიორგი გაგუა (რეალ უნიონი, ესპანეთი), გიორგი მიქაუტაძე (მეცი, საფრანგეთი), გიორგი კვერნაძე (დინამო ბათუმი), ლადო ჩიხრაძე (სამგურალი).

საქართველო ევროპის ჩემპიონატზე

21 ივნისი, 20:00  საქართველო – პორტუგალია (ეროვნული სტადიონი)

24 ივნისი, 20:00  საქართველო – ბელგია (ეროვნული სტადიონი)

27 ივნისი, 20:00  საქართველო – ნიდერლანდები (ეროვნული სტადიონი)

წილი
წინა სტატიაალ იტიჰადელი…
შემდეგი სტატიაჯერ მეოცე, შემდეგ მეცხრამეტე
გიორგი ვაშაკიძე იტალიაში რომ დაბადებულიყო,უთუოდ კოვერჩანოს სიახლოვეს იცხოვრებდა. იტალიური ფეხბურთის და ქართული ფიალის სწორუპოვარი მოტრფიალე. ყოველთვის მოუთმენლად ელის ხელფასს, "მილანის" დაბრუნებას და ქართული ფეხბურთის აყვავებას.