სერია A-ს 28-ე ტურის შეხვედრაში, დიეგო მარადონას სახელობის სტადიონზე ლიდერმა „ნაპოლიმ” „მილანთან” 0:4 წააგო. ქართველმა გარემარბმა ხვიჩა კვარაცხელიამ შეხვედრა თავიდან ბოლომდე ჩაატარა. გთავაზობთ მისი თამაშის რამდენიმე შეფასებას და კომენტარს.
ილ მატინო — 5
ის დავიდე კალაბრიას ორიოდ ეპიზოდში დაუსხლტა, მაგრამ სივრცე ბოსნიელმა რადე კრუნიჩმა გადაუკეტა, რომელიც დროდადრო თანაგუნდელის დასაზღვევად უკან ჩადიოდა. კვარაცხელია ჰყავდათ ჩაკეტილი, მან ფანტაზია ვერ გამოამჟღავნა, ერთსა და იმავე ჟესტებსა და მოძრაობებს იმეორებდა. გარკვეული გაგებით ჩამქრალი იყო, შესაძლოა გადაიღალა.
calcionapoli 24 — 5
შეხვედრის დასაწყისში მისმა ორმა დრიბლინგმა სტადიონი გააგიჟა, მაგრამ შედეგი აშკარად ვერ მოიტანა. კალაბრია უკან იდგა და ანეიტრალებდა. შემდეგ, მართალია ბოლომდე იბრძოლა, მაგრამ მთელი დანარჩენი გუნდივით ჩაქრა.
calciomercato — 5.5
ის იყო ერთადერთი, ვინც ამ საშინელ საღამოს ცდილობდა ნაპერწკალი გაეღვივებინა. მან რამდენიმე მანევრით სცადა, მაგრამ „როსონერის” მოწყობილ გალიას თავი ვერ დააღწია.
გაცილებით გულუხვები იყვნენ პორტალები, რომელთაც იტალიასა ნეაპოლთან არ აქვთ კავშირი: whoscored.com და flashscore.com. ხვიჩას ორივემ 7.3 დაუწერა. ასეთი მაღალი შეფასება მათ სხვა ნეაპოლელი ფეხბურთელისთვის არ დაუწერიათ.



![კვარას ნახევარი საათი: დუბლი და ასისტი [VIDEO]](https://www.sarbieli.com/wp-content/uploads/2026/03/Kvaratskhelia-218x150.jpg)

