„ჩელსი” გეგმავს „მილანს” ნახევარმცველი კრისტიან პულიშიჩი შესთავაზოს, პორტუგალიელი თავდამსხმელის, რაფაელ ლეაუს სანაცვლოდ.

ინგლისური კლუბი დიდი ხანია ფორვარდის ძიებაშია და გუნდის გაძლიერებას ნიჭიერი ლეაუთი აპირებს. მოსალოდნელია, რომ ლონდონელებს გარკვეული თანხის გადახდა მოუწევთ, ვინაიდან ლეაუს ღირებულება რამდენჯერმე აღემატება პულიშიჩისას.

23 წლის პორტუგალიელმა მიმდინარე სეზონში „მილანის“ მაისურით ყველა ტურნირზე 32 მატჩი ჩაატარა, 9 ბურთი გაიტანა და 10 საგოლე გადაცემა შეასრულა.

24 წლის ამერიკელმა კი „ჩელსის“ მაისურით 21-ჯერ ითამაშა, ერთხელ გამოიჩინა თავი და ორჯერ სხვას გაატანინა.

The Athletic: Chelsea offered Pulisic to Milan in package deal for Leao