ვალენსიაში საპროტესტო გამოსვლები გრძელდება. „ღამურების” გულშემატკივრებს დიდი ხანია აღარ უნდათ, რომ მათი ქალაქის კლუბი სინგაპურელი მილიარდერის პიტერ ლიმის საკუთრება იყოს და დემონსტრაციები გააძლიერეს. მატჩების დღეს „მესტალიასთან” დაახლოებით 12 000 დემონსტრანტი იკრიბება.

გიორგი მამარდაშვილის გუნდის „ვალენსიას” გულშემატკივართა ნაწილმა პროტესტი მადრიდშიც გადაიტანა და ლა ლიგის ოფისთან გაშალა ბანერი წარწერით: „ლიმ, წადი სახლში!”. ფოტო, რომელზეც მადრიდული აქციაა ასახული ინტერნეტს მოედო. მას თან ახლდა ტექსტი: „ლა ლიგავ, იცოდე, რაკი ჩვენს ბანერებს „მესტალიაზე” არ გვაშლევინებენ, ჩვენ მათ ქუჩებში გამოვფენთ. გადახედეთ თქვენს დამოკიდებულებას”.

ბოლო კვირის განმავლობაში ვალენსიაში რამდენიმე სხვადასხვა ფორმის აქცია ჩატარდა. მათ შორის იყო მოტოციკლეტისტთა საპროტესტო მსვლელობა.

Protests against Lim reach La Liga