Giorgi Mamardashvili of Valencia CF looks on during the LaLiga Santander match between Girona FC and Valencia CF at Montilivi Stadium on February 05,...„ვალენსიამ” მწვრთნელი შეცვალა, უკეთესობა კი არ ჩანს. ვორო ტვინს იჭყლეტს, რათა ლაბირინთიდან გამოსასვლელს მიაგნოს. „ვცდილობ გამოსავალი მუხლჩაუხრელ შრომაში ვიპოვო. კლუბი მენდო, მაგრამ ჯერ მხოლოდ რამდენიმე დღეა გასული”, — თქვა მან. ახალი მწვრთნელი მართალია, რადგან „ჟირონასთან” შეხვედრის წინ მას მაქსიმუმ ხუთი ვარჯიში ჰქონდა ჩატარებული, რომელთაგან ოთხი კონკრეტული მატჩისთვის მომზადებას ან მის შემდეგ განტვირთვას ემსახურებოდა. ვოროს ახალ იდეებზე სამუშაოდ დრო არ ჰქონია. ზოგადად ის ცნობილია, როგორც სპეციალისტი, რომელიც წინამორბედის ფილოსოფიას ითვალისწინებს, ეყრდნობა და ავითარებს. ამჯერად მან გარკვეული მოდიფიკაცია შემოგვთავაზა, მაგრამ ჯერჯერობით შედეგი ვერ მიიღო.

Yunus Musah of Valencia CF being followed by Miguel Gutierrez of Girona FC during the LaLiga Santander match between Girona FC and Valencia CF at...დაცვამ უკან დაიხია, მაგრამ კვლავ მყიფეა

მას მერე, რაც ჯენარო გატუზო ვალენსიელმა მწვრთნელმა შეცვალა, გუნდმა მეტოქისთვის ბურთის წასართმევად მის ნახევარზე გადასვლას და ცენტრს იქით ბრძოლას თავი დაანება. როგორც „რეალის”, ასევე „ჟირონას” წინააღმდეგ, ვორომ უგო გილამონი საყრდენად დააყენა, რათა ის თავისი გუნდის შეტევებს კი არ გაძღოლოდა, არამედ მოწინააღმდეგეთა შეტევებს დახვედროდა, მაგრამ ამით შედეგები არც უარესობისკენ შეიცვალა და არც უკეთესობისკენ. ისევე, როგორც მიმდინარე სეზონის სხვა წაგებულ შეხვედრებში, „ჟირონასთან” გუნდმა მინიმალური სხვაობით დათმო – 0:1, „რეალთან” კი 0:2 დამარცხდა და ეს იყო ჩემპიონატში „ღამურების” ყველაზე დიდი დამარცხება.

Madrid Spain; .- Real Madrid player Karim Benzema and Valencia player Hugo Guillamon . Real Madrid vs. Valencia FC. Postponed match of the Spanish La...მიუხედავად იმისა, რომ „ვალენსია” დიდი ანგარიშით ფაქტობრივად არ დამარცხებულა („რეალის” გარდა ყველამ მხოლოდ ერთგოლიანი სხვაობით აჯობა), სინამდვილე ის არის, რომ ბოლო ორ შეხვედრაში (ისევე როგორც ბევრჯერ გატუზოს დროს), ის განადგურებისგან გიორგი მამარდაშვილმა იხსნა.

გარდა ამისა, დაცვაში აქცენტის შეცვლამ „ვალენსიას” შეტევაში დააკლო სიმძლავრე, რაც გატუზოს დროს ხანდახან დამამშვიდებლად მოქმედებდა. თუმცა, უნდა გავიმეოროთ, რომ ვორომ ჯერ მხოლოდ 180 წუთით უხელმძღვანელა გუნდს.

არც 4-4-2 მუშაობს და არც 4-5-1

გატუზოს 4-3-3 უკვე ისტორიაა. „რეალის” წინააღმდეგ ვორომ აირჩია 4-2-3-1 განლაგება, რომელშიც გილამონი და მარკოს ალმეიდა ორმაგი საყრდენის როლს ასრულებდნენ, სამუელ ლინო ფლანგებზე მოქმედებდა, იუნაუს მუსა კი ედინსონ კავანის უკან შემტევი ნახევარმცველი იყო. იგულისხმებოდა, რომ ამერიკელის სისწრაფეს გუნდისთვის უპირატესობა უნდა მოეტანა, მაგრამ რეალურად საშინელი სურათი მივიღეთ — „ღამურებმა” ტიბო კურტუას კარში ერთხელაც ვერ დაარტყეს.

„ჟირონასთან” 4-2-3-1 შეიცვალა, 4-4-2-ად გადაიქცა. გილამონი და ალმეიდა ცენტრში დარჩნენ, ჩამშლელებად, მაგრამ მუსამ მარჯვნივ გადაინაცვლა, ლინოს მარცხენა ფრთა ერგო, კავანი კი ბუნებრივია კვლავ შეტევის ცენტრში ტრიალებდა. მიუხედავად იმისა, რომ გუნდმა უფრო მცირე სხვაობით წააგო ვიდრე „სანტიაგო ბერნაბეუზე”, პირველ ტაიმში მუსას პირისპირ შესვლისა და მეორე ტაიმში ტონი ლატოს გამწვავების გარდა (როდესაც შორეულ ძელთან შეტევა ლინოს უნდა ჩაეკეტა), თავდასხმაში არაფერი გაუმჯობესებულა.

მუსა კავანისთან ახლოს

ვოროს მთავარი ტაქტიკური სიახლე მუსასთვის პოზიციის შეცვლაა. გატუზოს ნახევარმცველთა სამეულში ის მარჯვენა მხარეს აკონტროლებდა, ახლა კი კავანის სიახლოვეს გადაბარგდა. ამ გადაადგილებამ მუსას ფეთქებადი და სწრაფი სტილი კოზირად უნდა აქციოს და ურუგვაელის ზურგსუკნიდან მეტოქის ხაზებს შორის უნდა შევარდეს. „სანტიაგო ბერნაბეუზე” ამერიკელმა ეფექტი ვერ მოახდინა და ამიტომ ჟირონაში მარჯვნივ დაბრუნდა, მაგრამ პერიოდულად მაინც გადადიოდა ცენტრში და კავანისთან ძალიან ახლოს დგებოდა. ამიტომაც ჰქონდა პირველ ტაიმში ის მომენტი, რომელზეც ზემოთ მოგახსენეთ, როდესაც მეკარესთან პირისპირ შევიდა.

იდეებს მოკლებული სტატიკური შეტევები

ბოლო ორ შეხვედრაში „ვალენსიას” შეტევაში საშინელი სტატისტიკა აქვს. 180 წუთში გუნდმა ერთი გოლიც ვერ გაიტანა. ამ ორ შეხვედრაში „ჩეებმა” კარში მხოლოდ ოთხჯერ დაარტყეს და ეს ოთხივეჯერ „ჟირონასთან” მოხდა. კავანი თანაგუნდელებს მოწყვეტილი იყო და თავს კომფორტულად ვერ გრძნობდა. ფაქტობრივად, მისთვის ჩვეული ადგილიდან შორს უწევდა სირბილი. დუროს და ანდრეს ჩამშლელობამ დიდი შედეგი ვერ მოიტანა. ამ ყველაფერს უნდა დავამატოთ, რომ ლინოც არ არის კარგ ფორმაში. აგერ უკვე რამდენიმე მატჩია, ბრაზილიელი შორს არის იმ ფეხბურთისგან, რომლის გამოც ის „ვალენსიას” შეტევების საკვანძო ფიგურად მოიაზრებოდა.

მანოლო მონტალტი, plazadeportiva