Adama Traore of Wolverhampton Wanderers shoots as Joe Gomez of Liverpool looks on during the Emirates FA Cup Third Round Replay match between...ზამთრის სატრანსფერო სეზონი ახლახან დაიხურა, მაგრამ კლუბები და აგენტები უკვე ზაფხულისთვის ემზადებიან. მომავალზე ფიქრობს „ნაპოლიც”, რომელსაც ზოგი ნაბიჯი ამთავითვე ზუსტად აქვს გათვლილი. ასე მაგალითად, სეზონის დამთავრების შემდეგ ნეაპოლს დიდი ალბათობით დატოვებს 27 წლის მექსიკელი მარჯვენაფლანგელი ირვინგ ლოსანო — ის ინგლისშია ძალიან პოპულარული და სავარაუდოდ კარგადაც გადაიხდიან.

როგორც calciomercato წერს, ლოსანოს შემცვლელს „ნაპოლის” მთავარი ფეხბურთელებით ვაჭარი კრისტიანო ჯიუნტოლი სწორედ პრემიერლიგაში ეძებს. ის უკვე დაკავშირებია პორტუგალიელ აგენტს ჟორჟე მენდეშს ადამა ტრაორესთან დაკავშირებით.

27 წლის დაკუნთული ესპანელი „ნაპოლის” საფეხბურთო თვისებების გარდა იმიტომაც მოსწონს, რომ „ვულვრჰემპტონთან” მის კონტრაქტს სადაცაა ვადა გაუვა, განახლებას კი მხარეები როგორც ჩანს არ აპირებენ.

ტრაორე ფლანგის მოთამაშეა. ის 2013-15 წლებში მშობლიურ „ბარსელონაში” გამოდიოდა, შემდეგ კი „ასტონ ვილაში” გადაბარგდა, საიდანაც ჯერ „მიდლსბროში” გადავიდა, შემდგ კი „ვულვზში”.