19 წლის ესპანელი კარლოს ალკარასი მსოფლიო რეიტინგის პირველი ნომერია.ის ისტორიაში, კლასიფიკაციის სათავეში მოქცეული ყველაზე ახალგაზრდა ჩოგბურთელია.

US OPEN-ის ერთეულთა თანრიგის ფინალში ალკარასმა 6:4 2:6 7:6 6:3 სძლია კასპერ რუუდს და „დიდი მუზარადის“ პირველი ტურნირი მოიგო. მატჩი 3 საათსა და 20 წუთს გაგრძელდა. ალკარასმა პირველ სეტის მეცხრე გეიმში მეტოქეს ჩაწოდება აართვა და მერე იოლად მოიგო.

მეორე სეტში ნორვეგიელი ჩოგბურთელი უკეთ ათამაშდა. განსაკუთრებით ბოლოსკენ – კასპერმა ზედიზედ 4 გეიმი მოიგო და სეტებს შორის ანგარიშიც გაათანაბრა – 1:1. მესამე სეტის სტარტზე კი ვითარება რამდენჯერმე შეიცვალა, მაგრამ საქმე ტაი ბრეიკამდე მივიდა, სადაც ალკარასი ფანტასტიკური იყო.

მეოთხე სეტის მეექვსე გეიმში რუუდმა საკუთარი ჩაოდება ერთხელაც დათმო, რის შემდეგ მომავალ პირველ ჩოგანს მოგება აღარ გასჭირვებია.

Carlos Alcaraz Wins US Open Men's Singles Title, and Becomes No. 1 - The  New York Times