„ჩელსის“ მეკარე ედუარ მენდი მიიჩნევს, რომ აფრიკელობის გამო დაიჩაგრა.
მენდიმ „ოქროს ბურთის“ გამოკითხვაში ერთი ხმაც კი ვერ მიიღო.
„საუკეთესო პასუხი იქნება, რომ ისევ ისე გავაგრძელო თამაში და დავამტკიცო, რომ ტოპ-30 ფეხბურთელს შორის უნდა ვიყო. ვფიქრობ, აფრიკელობამ დათვური სამსახური გამიწია, რადგან გასულ წელს არცერთ სანაკრებო დიდ ტურნირზე არ მითამაშია,“ – თქვა სენეგალელმა მენდიმ.
სამაგიეროდ, მენდიმ 2022 წელს აფრიკის თასი მოიგო. ფინალში სენეგალელებმა პენალტების სერიაში მოუგეს ეგვიპტეს.






