ნოვაკ ჯოკოვიჩი მეტ სიყვარულს იმსახურებს! კომენტარი ეპიკური ფინალის შემდეგ -  popsportნოვაკ ჯოკოვიჩი ჯიუტად აცხადებს, რომ აცრას არ გაიკეთებს, თუნდაც ამ ფაქტმა მის კარიერაზე იმოქმედოს.

ნოლე გაიძახის ვაქცინაციის წინააღმდეგი არ ვარო. მაგალითად კი, ბავშვობაში გაკეთებული აცრები მოჰყავს, მაგრამ თავისუფლებას „აწვება“.

„ანტივაქსერი არასდროს ვყოფილვარ, მაგრამ ყოველთვის ვიყავი თავისუფლების მომხრე და ვეხმარებოდი ყველას, ვინც თავისუფლებისთვის იბრძოდა. ადამიანს თვითონ უნდა შეეძლოს იმის გადაწყვეტა, რას მისცემს საკუთარ სხეულს“, – ამბობს სერბი ჩოგბურთელი.

აცრაზე უარის უარის თქმით ჯოკოვიჩი ავსტრალიიდან გამოადეპორტეს, რის გამოც იქაურ ღია პირველობაზე აბსოლუტური რეკორდსმენობის შანსი ხელიდან გაუშვა. მეტიც, ტურნირი რაფა ნადალმა მოიგო და ახლა ნოლე მდევრის როლშია.

არის შანსი, რომ ჯოკოვიჩს ჩამორჩენა გარკვეული დროით კიდევ გაუგრძელდეს, რადგან არც „უიმბლდონზე“ და არც „როლან გაროსზე“ აუცრელებს არ დაუშვებენ.

თუმცა, ჯოკოვიჩს არც ეს აღელვებს… „ამისთვისაც მზად ვარ – ტიტულებზე წინ თავისუფლებას ვაყენებ“, – გაიძახის ნოლე.