კრიშტიანუ რონალდუ „მანჩესტერ იუნაიტედში“ ყოფნით უკმაყოფილოაო. მალე მას 37 წელი უსრულდება, თამაშს 40 წლამდე აპირებს და გამარჯვებულად სურს წასვლა. გასულ ზაფხულს მანჩესტერში იმ იმედით დაბრუნდა, რომ შემადგენლობიდან გამომდინარე, იფიქრა გუნდი დიდი მიზნებითვის იბრძოლებდა, მაგრამ ყველაფერი პირიქით მოხდა. ახალი მწვრთნელის, რალფ რანგნიკის მისვლის შემდეგ, შიდავითარება კიდევ უფრო აირია. ახლა „იუნაიტედი“ პრემიერლიგაში მეშვიდე ადგილზეა და თამაშის ხარისხის გამოსწორების იმედიც არ ჩანს.

ორიოდ დღის წინათ, პორტუგალიელი ვინმე რიჩარდ არნოლდს შეხვედრია, რომელიც თებერვლიდან კლუბის აღმასრულებელი დირექტორი გახდება. კრიშტიანუს არნოლდისთვის პირდაპირ უთქვამს, რომ თუ „მანჩესტერი“ ჩემპიონთა ლიგის საგზურს ვერ მოიპოვებს, ის გუნდს ზაფხულში დატოვებს.

Man United's Cristiano Ronaldo praised for defensive work by new boss Ralf  Rangnick