გუშინ ლონდონურმა „ჩელსიმ“ ინგლისის ლიგის თასის 1/8-ფინალში „საუთჰემპტონი“ პენალტების სერიაში 4:3 დაამარცხა.

მანამდე, იმავე ტურნირის 1/16-ფინალში „ასტონ ვილასთან“ მატჩიც პენალტების სერიით დასრულდა – 4:3. კიდევ უფრო ადრე იყო ევროპის სუპერთასის მატჩი „ვილიარეალთან“ და ასევე პენალტების სერია – 6:5. სამივე ამ შემთხვევაში „ჩელსის“ კარს კეპა არისაბალაგა იცავდა. მან ლონდონურ კლუბში 7-დან 5-ჯერ მიიყვანა პენალტების სერია გამარჯვებამდე.

ჯამში კეპას სერიებში 8 სეივი დაუგროვდა და კლუბის ისტორიაში საუკეთესოა. პეტრ ჩეხი 6 მოგერიებული პენალტით მეორე ადგილზე დარჩა.

Chelsea survive Southampton shootout, Arsenal see off Leeds – Diverse  Bulletin