მოგეხსენებათ, ინგლისურმა „ნიუკასლმა“ პატრონი შეიცვალა.
საუდის არაბეთის საინვესტიციო ფონდი დიდ გასაქანს იძლევა და პირველ რიგში ახალ მთავარ მწვრთნელზე დაფიქრდნენ.
კლუბის დირექტორატის აზრით, ჟოზე მოურინიოს მიწვევა მკვეთრად გააუმჯობესებს კლუბის საერთაშორისო იმიჯს. პრობლემა მხოლოდ ისაა, რომ პორტუგალიელ სპეციალისტს იტალიურ „რომასთან“ კონტრაქტით სამი წელი აკავშირებს.
სურვილის შემთხვევაში შეიხებს მოურინიოს კონტრაქტის გამოსყიდვა არ გაუჭირდებათ, მაგრამ სეუ ჟოზე ჯერ თავს იფასებს – ჩემი უახლოესი გეგმები რომთან არის დაკავშირებულიო.





