კრიშტიანუ რონალდუ 36 წლისაც მოიყარა, მილიარდიც იშოვა, მაგრამ დედის ნებართვის გარეშე ცოლი ვერ მოჰყავს.
ფეხბურთელის დედა დოლორეს ავეირუ დარწმუნებულია, რომ სარძლოს მხოლოდ მისი შვილის ფულები აინტერესებს.
არადა ხეორხინა როდრიგესი კრიშთან უკვე 5 წელია ცხოვრობს, 2017 წელს შვილიც გაუჩინა და შარშან ნიშნობაც ჰქონდათ.
ამ ყველაფრის მიუხედავად დედამ შვილს ქორწინების დარეგისტრირების უფლება ჯერაც არ მისცა.
+კი იყო ხმები, კრიშმა და ხეორხინამ მაროკოში ფარულად იქორწინესო, მაგრამ ეს ინფორმაცია თავად წყვილმა უარყო.





