ჯაბა კანკავა შესაძლოა, საქართველოს ნაკრებს ვერ დაეხმაროს | imedinews2 ივნისს და 6 ივნისს საქართველოს საფეხბურთო ნაკრებს ამხანაგური მატჩები ელის. ვილი სანიოლის გაწვრთნილი გუნდი ჯერ რუმინეთს ეწვევა, შემდეგ – ნიდერლანდებს.

სანიოლმა ამ მატჩებისთვის 36 ფეხბურთელი გამოიძახა და გუნდის მოსამზადებლად დროც ბევრი აქვს. ნაკრები შეკერებაზე 24 მაისს გადავა და 1 ივნისს რუმინეთში გაემგზავრება.

ნაკრებს ტრავმის გამო დააკლდება გუნდის კაპიტანი ჯაბა კანკავა. გამოძახებულთა შორის ერთი დებიუტანტიც არის – ეროვნული ლიგის 22 წლის ფეხბურთელი სერგო კუხიანიძე.

ვილი სანიოლის სია ასეთია:

მეკარეები: გიორგი ლორია (ანორთოზისი, კვიპროსი), ლაზარე კუპატაძე (დინამო ბთ), გიორგი მამარდაშვილი (ლოკომოტივი);

მცველები: გურამ კაშია (ლოკომოტივი), ოთარ კაკაბაძე (ტენერიფე, ესპანეთი), ლაშა დვალი (ფერენცვაროში, უნგრეთი), დავით ხოჭოლავა (შახტარი, უკრაინა), გურამ გიორბელიძე (ვოლფსბერგერი, ავსტრია), სოლომონ კვირკველია (როტორი, რუსეთი), გრიგოლ ჩაბრაძე, ირაკლი აზაროვი (ორივე, დინამო ბთ.);

ნახევარმცველები: ნიკა კვეკვესკირი (ლეხი, პოლონეთი), გიორგი აბურჯანია (კარტახენა, ესპანეთი), საბა ლობჟანიძე (ანკარაგუჯუ, თურქეთი), ჯაბა ჯიღაური (დინამო ბთ.), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), ხვიჩა კვარაცხელია (რუბინი, რუსეთი), ვაკო გვილია (ლეგია, პოლონეთი), ზურიკო დავითაშვილი (როტორი, რუსეთი), მურთაზ დაუშვილი (ანორთოზისი, კვიპროსი), ვაკო ყაზაიშვილი (ულსანი, ს.კორეა), ლევან შენგელია (ქონია, თურქეთი);

თავდამსხმელები: თორნიკე ოქრიაშვილი (ანორთოსისი, კვიპროსი), გიორგი მიქაუტაძე (სერენი, ბელგია), სერგო კუხიანიძე (სამგურალი), ბუდუ ზივზივაძე (ფეჰერვარი, უნგრეთი).