ნოვაკ ჯოკოვიჩი საჩობურთო რეიტინგის სათავეში ყოფნით ერთპიროვნული რეკორდსმენი გახდა. სერბი უკვე 311 კვირაა რეიტინგის კენწეროში იმყოფება, რაც აბსოლუტური შედეგია. აქამდე ჯოკოვიჩი შვეიცარიელ როჯერ ფედერერთან ერთად იყოფდა სარეკორდო პოზიციას.
რეიტინგის ტოპ-5 ლიდერს შორის არიან: ნოვაკ ჯოკოვიჩი (311 კვირა), როჯერ ფედერერი (310), პიტ სამპრასი (286), ივან ლენდლი (270), ჯიმი კონორსი (268).
:focal(1394x740:1396x738)/origin-imgresizer.eurosport.com/2021/03/04/3005666-61669048-2560-1440.jpg)





