კორონავირუსთან ხანგრძლივი ბრძოლის შემდეგ გარდაიცვალა 71 წლის ლეოპოლდო ლუკე. 1978 წლის არგენტინელი მსოფლიო ჩემპიონი.

ლუკეს ვირუსი 30 დეკემბერს დაუდასტურდა. ის თვითიზოლაციაში გადავიდა. მალე სუნთქვის უკმარისობის გამო თავი შეუძლოდ იგრძნო. 4 იანვარს ჰოსპიტალში გადაიყვანეს. ერთ ხანს კომაში იყო. საბოლოოდ, გულის უკმარისობის მიზეზით 15 თებერვალს გარდაიცვალა.

ლუკე იმ ლეგენდარული არგენტინის ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი იყო, რომელმაც 1978 წელს საკუთარ კედლებში მსოფლიოს ჩემპიონობა მოიპოვა. ლუკემ მაშინ ტურნირზე ოთხი გოლი გაიტანა. განსაკუთრებით ეფექტური საფრანგეთის ნაკრების კარში გატანილი ბურთი გახლდათ, რომელიც შორიდან უძლიერესი დარტყმით შეაგდო. სულ ლუკემ ეროვნულ გუნდში 45 მატჩი ჩაატარა და 22 გოლი გაიტანა.

Image result for Leopoldo Luke