talkSPORT pundit may have nailed it with shocking take on Spurs boss Pochettino - opinion | FootballFanCast.com„პარი სენ-ჟერმენის“ მთავარი მწვრთნელის, ტომას ტუხელის გაშვების მიზეზი ფეხბურთელებთან კონფლიქტი ყოფილა.

გეხსომებათ, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეექვსე ტურის მატჩში, სადაც პარიზელები „ბაშაქშეჰირს“ მასპინძლობდნენ, მეოთხე მსაჯმა თურქული კლუბის სამწვრთნელო შტაბის ერთ-ერთ წევრს, პიერ ვებოს „ნიგერი“ უწოდა, რის შემდეგ ფეხბურთელებმა მოედანი დატოვეს და რუმინელი მსაჯის ასისტენტი რასიზმში დაადანაშაულეს.

გავრცელებული ცნობით, გასახდელში ტუხელმა საკუთარ ფეხბურთელებს მოედანზე დაბრუნება მოთხოვა, მოგება რომ დამსახურებულად, სპორტული პრინციპით მიეღოთ. ფეხბურთელებს კი, მწვრთნელის ეს საქციელი არ მოეწონათ და მონასტერიც აირია…

თუმცა, როგორც ჩანს, ტუხელი უმუშევარი დიდხანს არ დარჩება და მისთვის სამსახურს „მანჩესტერ იუნაიტედი“ გაჩარხავს. დიახ, მანკუნიანებს გერმანელი სპეციალისტი ოლე-გუნარ სულშერის შემცვლელად მიაჩნიათ.

თავად ტუხელის ადგილს პსჟ-ში კი, არგენტინელი მაურისიო პოჩეტინო იმუშავებს, რომელიც უახლოეს საათებში კლუბთან კონტრაქტს გააფორმებს, რომელიც 2023 წლამდე იქნება გათვლილი.

ჰო, პოჩეტინოს პსჟ-ში მიწვევა კლუბის პრეზიდენტის, ნასერ ელ-ჰელაიფის სურვილი ყოფილა და არა სპორტული დირექტორის, ლეონარდოს გადაწყვეტილება.