File:ATP World Tour 500 Vienna 2016 N. Basilashvili (GEO) vs R. Albot  (MDA)-8.jpg - Wikimedia Commonsნიკოლოზ ბასილაშვილმა ბოლოს 25 თებერვალს მოიგო და ეს დუბაის ტურნირზე ლატვიელ რიკარდას ბერანკისთან მოხდა. მას შემდეგ ჩვენებურმა ზედიზედ 11 მატჩი წააგო, აქედან რვა – სეტის მოუგებლად.

ბასილაშვილს ბოლო თამაში ვენის ტურნირის საკვალიფიკაციო ეტაპის ნახევარფინალში სლოვაკ ნორბერტ გომბოსთან ჰქონდა, რომელიც რეიტინგში 104-ე ჩოგანია. ქართველი კი იქაც ორ სეტში დამარცხდა – 6:7, 2:6 დამარცხდა.ნიკამ პირველ სეტში მეტოქე დააბრეიკა და 3:1 დაწინაურდა, მაგრამ თავისი მოწოდებაც მალევე წააგო და, საბოლოოდ, ტაი ბრეიკზე 2:7 დათმო.

ანგარიშიდანაც ჩანს, რომ ჩვენიანმა მეტოქეს ვერც მეორე სეტში გაუწია ღირსეული წინააღმდეგობა.