NBA-ს სუპერფინალური სერია „ლოს-ანჯელეს ლეიკერსის” სრული უპირატესობით მიმდინარეობს. კალიფორნიელებმა მეორე მატჩიც მოუგეს „მაიამი ჰიტს” (124:114) და მეჩვიდმეტე ტიტულს მიუახლოვდნენ.

აბა თუ გამოიცნობთ ვინ ულიდერებდა „ლეიკერსს”? მართალი ხართ – ლებრონ ჯეიმსი (33 ქულა, 9 მოხსნა, 9 პასი) და ენტონი დევისი (32 ქულა, 14 მოხსნა).

„ლეიკერსი” ხომ „ლეიკერსობს” და ეს დუეტი საოცრებებს ჩადის. აგერ ჯეიმსმა ერთი უნიკალური რეკორდი გაიმეორა – საოცარ სტატისტიკას ისიც დაემატა, რომ ერთი დაკარგვაც არ ჰქონია. მსგავსი რამ ბოლოს და ერთადერთხელ 1987 წელს მეჯიქ ჯონსონს ჰქონდა (29 ქულა, 13 პასი, 0 დაკარგვა). აქ საუბარია კალათბურთელებზე, რომლებიც ფინალში მინიმუმ 20 ქულას აგროვებდნენ.

დევისი გახდა მეხუთე კალათბურთელი, ვინაც ფინალური სერიის საწყის ორ მატჩში მინიმუმ 30 ქულა დააგროვა. ამით შეუერთდა კევინ დურანტს (2012), მაიკლ ჯორდანს (1991), რიკი ბერის (1967) და ჰალი გრირუს (1967).

დევისი მეხუთეა იმ კალათბურთელებს შორის, 30 ქულა ორმაგი დუბლითა და სროლის 75%-იანი მაჩვენებლით რომ დაასრულა. ამ კომპონენტით კი, ენტონი შაკილ ონილის, კევინ მაკჰეილის, ლარი ბიორდისა და ქარიმ აბდულ ჯაბარის კამპანიაში გაერია.

ჯეიმსი და დევისი გახდნენ პირველები კობი ბრაიანტისა და შაკოლ ონილის შემდეგ, რომლებმაც ერთ მატჩში 30 ქულაზე მეტი აიღეს. „ლეიკერსის” ლეგენდებმა იგივე 2002 წელს გაახერხეს.